logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
logo2
logo2
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რვა ერში ითამაშებს
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რვა ერში ითამაშებს
18:48 10.09.2020
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 13 ნოემბრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით დაგეგმილ რაგბის 8 ერის (შემოდგომის თასზე) ტურნირში ითამაშებს. დღეს, ეს ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურეს ექვსი ერის ორგანიზატორებმა და შესაბამისი სიახლე ტურნირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (https://www.sixnationsrugby.com/2020/09/10/six-nations-rugby-unveils-autumn-nations-cup-2020/) გამოაქვეყნეს.

ექვსი ერის ორგანიზატორებთან მოლაპარაკების პროცესს საქართველოს რაგბის კავშირი აწარმოებდა, რომელსაც სრული მხარდაჭერა ჰქონდა საქართველოს მთავრობიდან და მსოფლიო რაგბიდან. საბოლოოდ მოლაპარაკების პროცესი წარმატებით დასრულდა და ჩვენი ეროვნული გუნდი, მსოფლიოს გრანდებთან ერთად ითამაშებს.

თავდაპირველი მონაცემებით 8 ერში უნდა ეთამაშათ ტურნირის უცვლელ მონაწილეებს - ინგლისს, საფრანგეთს, შოტლანდიას, ირლანდიას, უელსს, იტალიას და 2 მიწვეულ ნაკრებს - ფიჯის და იაპონიას. მოგვიანებით, ქვეყანაში პანდემიით შექმნილი რთული მდგომარეობის გამო, იაპონიის რაგბის კავშირმა უარი თქვა ტურნირში მონაწილეობაზე, რამაც საქართველოს ნაკრებს შეჯიბრებაში მონაწილეობის შანსი მისცა. საქართველოს ნაკრების რვა ერის ტურნირში მონაწილეობა გახლავთ ისტორიული ამბავი ქართული რაგბისთვის და ზოგადად ქართული სპორტისთვის.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დამოუკიდებლობის შემდეგ ხუთჯერ ითამაშა მსოფლიოს თასების ფინალურ ეტაპზე (2003, 2007, 2011, 2015, 2019) და მოახერხა ხუთი თამაშის მოგება. ერთხელ, 2015 წლის მსოფლიოს თასზე ჩვენმა გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე მოიგო 2 მატჩი და პირდაპირ მოიპოვა 2019 წლის მსოფლიოს თასზე ასპარეზობის უფლება.საქართველოს ნაკრების წარმატებები პირდაპირ უკავშირდება ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფოს და ფონდი „ქართუს“ მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს.სახელმწიფოს მხარდაჭერით გაიზარდა საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე გუნდების დაფინანასება, მოთამაშეების, მსაჯების, ექიმების, გუნდის მენეჯმენტის ანაზღაურება. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელების და მომსახურე პერსონალის ანაზღაურება. მოსამზადებელი შეკრებების რაოდენობა და ხარისხი.ფონდი „ქართუს“ და მისი დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით თბილისში და რეგიონებში აშენდა არაერთი რაგბის მოედანი და კომპლექსი, რამაც ხელი შეუწყო საქართველოში რაგბის სწრაფად განვითარებას.ამასთან, ახალმა რაგბის ინფრასტრუქტურამ შესაძლებელი გახადა საქართველოში ისეთი მასშტაბური ღონისძიების ჩატარება, როგორიც გახლავთ ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი.2017 წელს, თბილისში და ქუთაისში გაიმართა მსოფლიოს ჩემპიონატი 20-წლამდელ მორაგბეთა შორის საუკეთესო 12 ნაკრების მონაწილეობით, რომელმაც რაგბის საერთაშორისო კავშირის და მონაწილე ნაკრებების დელეგაციების მხრიდან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. აღნიშნული ტურნირის მატჩები გაიმართა ქუთაისის და ავჭალის ახლად აშენებულ რაგბის მოედნებზე. მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილე ნაკრებები, ტურნირის მსვლელობის დროს საწვრთნელი პროცესისთვის ინტენსიურად იყენებდნენ სხვადასხვა რაგბის ბაზას, რომლების ასევე ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით აშენდა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა