logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
logo2
logo2
logo2
სამაგისტრო გამოცდების დაწყებას ნუნუ მიცკევიჩი ბათუმის საგამოცდო ცენტრში გაეცნო
სამაგისტრო გამოცდების დაწყებას ნუნუ მიცკევიჩი ბათუმის საგამოცდო ცენტრში გაეცნო
10:01 01.08.2020
2020 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდები დაიწყო. გამოცდების დაწყების პირველ დღეს, აპლიკანტთა რეგისტრაციას, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად ბათუმის N10 საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში გაეცნო.

მინისტრის მოადგილემ მაგისტრობის მსურველებს წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ გამოცდებს მაღალი შედეგებით დაასრულებენ:

„დღეს საქართველოში საერთო სამაგისტრო გამოცდები დაიწყო. ჩვენი მხრიდან ყველა პირობაა შექმნილი, რათა ღირსეულად დავხვდეთ მაგისტრობის მსურველებს და დავახვედროთ უსაფრთხო და კომფორტული გარემო, სადაც აპლიკანტები მშვიდად შეძლებენ საკუთარი ცოდნის და უნარების გამოვლენას. ჩვენ ვითვალისწინებთ თითოეული აპლიკანტის საჭიროებას. ბათუმში საკარანტინო ზონაში გვყავს რამდენიმე მეზღვაური, რომელთაც PSR-ტესტირება წინასწარ ჩაუტარდათ და ისინი შეუფერხებლად მიიღებენ მონაწილეობას სამაგისტრო გამოცდებში. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული მათგანი გამოცდას მაღალი შედეგით დაძლევს, რაც მათ აკადემიურ წინსვლას უზრუნველყოფს“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მინისტრის მოადგილის შეფასებით, ორივე საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციის პროცესი ყველა იმ რეკომენდაციის გათვალისწინებით მიმდინარეობს, რაც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ასევე ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის (ECDC) რეკომენდაციებითაა დადგენილი.

საერთო სამაგისტრო გამოცდებს ბათუმში 1300-ზე მეტი მაგისტრობის მსურველი ორ საგამოცდო ცენტრში - ბათუმისN14 და N 10 საჯარო სკოლებში აბარებს.

2020 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდები 1-ელი აგვისტოდან 4 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, სულ 19 საგამოცდო ცენტრში ჩატარდება, რომელიც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისადაა აღჭურვილი.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა