logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
logo2
logo2
logo2
რეინჯერი გმირია! 31 ივლისი რეინჯერთა მსოფლიო დღეა
რეინჯერი გმირია! 31 ივლისი რეინჯერთა მსოფლიო დღეა
15:39 31.07.2020
ჩვენი ქვეყნის დაცულ ტერიტორიებს, საქართველოს უნიკალურ ბუნებრივ საგანძურს, 20 ადმინისტრაციულ ერთეულში გადანაწილებული 400-მდე რეინჯერი იცავს. მათ საქმიანობებში შედის ბრაკონიერობის ფაქტის აღკვეთა, ბუნებრივ და დაუდევრობით გამოწვეულ ხანძრებთან გამკლავება, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი, სისუფთავეზე ზრუნვა და საჭიროების შემთხვევაში, ვიზიტორთა დახმარება. ჩვენი რეინჯერების დაცვის ქვეშ საქართველოს ტერიტორიის 667 000 ჰექტარია.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, თბილისის ეროვნულ პარკში, საბადურის ტყის მონაკვეთზე, რეინჯერთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, ლუიზა ვინტონმა, გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ კნირშმა, იაპონიის ელჩმა, ტადაჰარუ უეჰარამ და პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა, რეინჯერებს პროფესიული დღე მიულოცეს.

„ყველა რეინჯერს ვულოცავ დღევანდელ დღეს. 400 რეინჯერი საქართველოს ყველაზე ლამაზ და უნიკალურ ტერიტორიებს იცავს. თითოეული მათგანი საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას. სწორედ ამიტომ არიან ეს ადამიანები გმირები. კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს რეინჯერებს და მადლობას ვუხდი ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის”,-განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, დაცული ტერიტორიების სისტემის გაძლიერება და განვითარება სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რისთვისაც არაერთი პროექტი ხორციელდება. ყოველწლიურად უმჯობესდება რეინჯერთა სამუშაო პირობები, გასულ 3 წელიწადში 100%-ით გაიზარდა მათი სახელფასო ანაზღაურება. რეინჯერები უზრუნველყოფილნი არიან სახელფასო და საკვები დანამატით, დაზღვევის მომსახურებით და სამუშაო ეკიპირებით, რაშიც დიდია დონორი ორგანიზაციების, გერმანიის მთავრობის, გერმანიის განვითარების ბანკის და ასევე, კავკასიის ბუნების ფონდის წვლილი.
სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაცვლილი რეინჯერების ოჯახები ყოველთვიურ ფინანსურ დახმარებას იღებენ.

„კლიმატის ცვლილების, ჯანმრთელობის კრიზისებისა და ტექნოგენური კატასტროფების საუკუნეში ვაცნობიერებთ, რომ კაცობრიობა დაუფიქრებლად ხელყოფს ბუნების მიერ დაწესებულ ჩარჩოებს. დღეს ყოველი ჩვენგანი რეინჯერია, რომელსაც ჩვენი პლანეტის დაცვა და მომავალი თაობებისთვის მისი შენარჩუნება ევალება“,-აღნიშნა გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ლუიზა ვინტონმა.

წელს, დაცული ტერიტორიების 20-ვე ადმინისტრაციაში, „წლის რეინჯერი“ გამოვლინდა, რომელთაც ფულადი ჯილდოები გადაეცათ. მათთან ერთად წახალისდა დაცული ტერიტორიების ხუთივე ქალი რეინჯერიც. კომპენსაციები გადაეცათ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ რეინჯერთა ოჯახებს.

რეინჯერის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესაძლებლობათა გაძლიერება სამუშაოს ეფექტიანობის გაუმჯობესებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით“ ინიციატივის ფარგლებში განხორციელდა.

გაეროს განვითარების პროგრამა ათ წელზე მეტია უწყობს ხელს საქართველოში დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარებას. ღონისძიების მხარდამჭერები ასევე არიან გერმანიის მთავრობა, გერმანიის განვითარების ბანკი (KFW) და კავკასიის ბუნების ფონდი (CNF), რომელთა მიერ აქტიურად ხორციელდება რეინჯერთა წახალისება და სამუშაო პირობების გაუმჯობესება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა