logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
logo2
logo2
logo2
საინფორმაციო კამპანია სოფელ ყარაჯალარში გრძელდება
საინფორმაციო კამპანია სოფელ ყარაჯალარში გრძელდება
13:46 31.07.2020
კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციების შესახებ ნაბეჭდი მასალა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ლია გიგაურმა სოფელ ყარაჯალარში გასავრცელებლად სახელმწიფო რწმუნებულს ქვემო ქართლში შოთა რეხვიაშვილს გადასცა. 5000 საინფორმაციო ბროშურა ორენოვანია და ადგილორივი მოსახლეობისთვის ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზეა ხელმისაწვდომი. კორონავირუსთან დაკავშირებით გაცემული რეკომენდაციების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, ადგილობრივი თვითმმართველობების დახმარებით აქტიურად მიმდინარეობს და ნაბეჭდი მასალა ეთნიკური უმცირესობებისთვის მშობლიურ ენაზე კარდაკარ რიგდება.

საინფორმაციო მასალები საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG), „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭრით დაიბეჭდა.

როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, პროგრამაში ჩართულია როგორც ადგილობრივი თვითმმართველობა, ასევე სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. მისივე განცხადებით, ინფორმაციის მიტანასთან ერთად, მნიშვნელოვანია მოქალაქეების დარწმუნება, რომ კორონავირუსის საფრთხე რეალურია და თითოეულ მოქალაქეზეა დამოკიდებული გავრცელდება თუ არა ვირუსი.

“დღეს ვიმყოფებით სოფელ ყარაჯალარში, მოგეხსენებათ აქ გვაქვს ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა, 60-ს გადასცდა ინფიცირებულთა რაოდენობა. ამიტომ აქედან ვიწყებთ ამ ფაზას, რათა თითოეულ მოქალაქესთან კარდაკარ პრინციპით დავარიგოთ საინფორმაციო მასალები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს ჩვენც და ჩვენს მოქალაქეებსაც, რომ კიდევ ერთხელ გააცნობიერონ ის რისკები, რომლებიც ახლავს კორონავირუსის გავრცელებას და ასევე, გაითვალისწინონ რეკომენდაციები, რომლებიც აუცილებელია იმისათვის, რომ ეფექტიანი იყოს ბრძოლა კორონავირუსის წინააღმდეგოდ”,- განაცხადა ლია გიგაურმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა