logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
logo2
logo2
logo2
მიხეილ ჩხენკელი: საქართველოში პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გადაცემის ცერემონია უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა
მიხეილ ჩხენკელი: საქართველოში პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გადაცემის ცერემონია უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა
12:59 31.07.2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გალა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა, რომელშიც მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, ისრაელის ელჩი საქართველოში რან გიდორი და სხვა მოწვეული სტუმრები.

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები ოთხ ნომინაციაში გამოვლინდნენ: 2019 წლის პროფესიული განათლების სტუდენტი, 2019 წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი, 2019 წლის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, 2019 წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი. გამაჯვებულებს შესაბამისი პრიზები საზეიმოდ გადაეცათ.

მიხეილ ჩხენკელმა საზოგადოებას სიტყვით მიმართა და პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს მფლობელებს გამარჯვება მიულოცა.

„მოხარული ვარ, რომ დღეს ამ მნიშვნელოვან ღონისძიებას ვესწრები. მოგეხსენებათ, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საფუძველს ადამიანური კაპიტალის განვითარება წარმოადგენს. ეს კი, თავის მხრივ, მხოლოდ ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფით მიიღწევა. ადამიანური კაპიტალის განვითარება, ქვეყნის რეგიონული განვითარების პერსპექტივები და ეკონომიკური ზრდა დიდწილად დაკავშირებულია პროფესიული განათლების სფეროში განხორციელებულ პროგრესთან.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ამერიკის მთავრობას საქართველოში განათლების სისტემის მხარდაჭერისთვის. განსაკუთრებული მადლობა „ათასწლეულის გამოწვევის ფონდს“, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა საქართველოში პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარებასა და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაში.

ძალიან მნიშვნელოვანი და საამაყოა, რომ საქართველოში პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გადაცემის ცერემონია ყოველწლიურ ტრადიციად ჩამოყალიბდა. ცერემონია საშუალებას გვაძლევს, საზოგადოებას დავანახოთ პროფესიული განათლების უპირატესობები, აღვნიშნოთ მიღწევები, შევაფასოთ გამოწვევები და ვიფიქროთ სამომავლო ნაბიჯებზე.

მინდა მთელი გულით მოგილოცოთ წლევანდელ გამარჯვებულებს. თქვენი საქმიანობა, ჩართულობა და მიღწევები მართლაც დასაფასებელია. დარწმუნებული ვარ, ეს ჯილდო თქვენთვის წარმატების მომტანი იქნება სამომავლოდ და კიდევ უფრო შეუწყობს ხელს პროფესიული განათლების პოპულარიზაციას“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს (National TVET Award) კონკურსი 2017 წლიდან ტარდება „ათასწლეულის გამოწვევის ფონდისა“ და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის ხელშეწყობით. კონკურსის მიზანია პროფესიული განათლების პოპულარიზაცია და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა.

ბოლო 4 წლის განმავლობაში კონკურსი ავლენს და აჯილდოებს იმ წარმატებულ ორგანიზაციებსა თუ ცალკეულ პირებს, რომლებიც ჩართული არიან პროფესიულ განათლებაში, მათ შორის, საუკეთესო სტუდენტს, საუკეთესო პედაგოგს, საუკეთესო პროფესიულ დაწესებულებასა და საუკეთესო ბიზნეს პარტნიორს. გამარჯვებულებს კი სპეციალური პრიზები გადაეცემათ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა