logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
logo2
logo2
ავლიპ ზურაბაშვილის პირადი ბიბლიოთეკა თსუ-ს გადმოეცა
ავლიპ ზურაბაშვილის პირადი ბიბლიოთეკა თსუ-ს გადმოეცა
19:00 29.07.2020
ცნობილი ქართველი მეცნიერის, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის ავლიპ ზურაბაშვილის მემორიალური კუთხე გაიხსნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში. ავლიპ ზურაბაშვილის პირადი ბიბლიოთეკა, მემორიალური ნივთები და საარქივო მასალა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას მეცნიერის ოჯახმა გადასცა.

ცნობილი მეცნიერი, საქართველოში თავის ტვინის კვლევის ევოლუციური მიმართულების ერთ-ერთი ფუძემდებელი ავლიპ ზურაბაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. მან 1927 წელს უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დამთავრების შემდგომ, აქვე დაიწყო სამეცნიერო მოღვაწეობა - 1930 წლამდე ჯერ უნივერსიტეტის ფსიქიატრიის კათედრის ასისტენტი და შემდეგ დოცენტი იყო.

თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ მადლობა გადაუხადა ავლიპ ზურაბაშვილის ოჯახს მისი ბიბლიოთეკისა და პირადი ნივთების გადმოცემისთვის.
„უნივერსიტეტს გადმოეცა ჩვენი კურსდამთავრებულის, ცნობილი მეცნიერის ავლიპ ზურაბაშვილის უმდიდრესი ბიბლიოთეკა, რომელშიც ბევრი საგულისხმო პუბლიკაციაა. ავლიპ ზურაბაშვილი იყო ერთ-ერთი გამორჩეული მეცნიერი, აკადემიკოსი, რომელმაც ჩამოაყალიბა მთელი სამეცნიერო სკოლა და დღემდე ამ სახელით ვამაყობთ. დარწმუნებული ვარ რომ ბევრი თაობა, რომელიც გაიზრდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო მიმართულებაზე, ისარგებლებს ამ ბიბლიოთეკით. სწორედ ეს არის წიგნის ცხოვრების არსი, რომ თაობებმა მიიღონ ცოდნა და გახდნენ მაღალი დონის სპეციალისტები.“

„პაპა იყო, არის და იქნება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დიდი ნაწილი და ჩვენი ოჯახისთვის ძალიან საამაყოა, რომ უნივერსიტეტმა შექმნა კუთხე ამ ისტორიის გასაგრძელებლად,“- განაცხადა ავლიპ ზურაბაშვილის შვილიშვილმა, თსუ პროფესორმა დავით ზურაბაშვილმა. მისი თქმით, „წიგნებმა, რომელიც პაპას ჰქონდა, იპოვა თავისი ადგილი და გაცოცხლდა. რადგან ის წიგნები, რომლებიც დევს სახლში, შეიძლება ნახოს მხოლოდ ოჯახის წევრმ, ხოლო წიგნი, რომელიც ბიბლიოთეკაშია საშუალებას აძლევს ნებისმიერ მკვლევარს გაეცნოს და ისწავლოს.“
„ავლიპ ზურაბაშვილის ნივთების უნივერსიტეტისთვის გადმოცემა კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ თსუ-ს დამთავრება ნიშნავს იმას, რომ შენ მუდმივად რჩები იმ დიდებული კოჰორტის წევრი, რომელიც სამშობლოს ემსახურება და რომელსაც მეცნიერება, განათლება და ქვეყნის წინსვლა ჰქვია,“-აღნიშნა თსუ რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ნინო ოკრიბელაშვილმა.

თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზურაბ გაიპარაშვილის თქმით, ბიბლიოთეკა შედგება 2000-მდე საბიბლიოთეკო ერთეულისაგან, რომლითაც სარგებლობდა მეცნიერი და, აგრეთვე, მისი ავტორობით გამოცემული წიგნები, როგორც წმინდა სამეცნიერო ფსიქიატრიის მიმართულებით, ასევე პოპულარული ხასიათის. კოლექციაში ასევე არის საარქივო დოკუმენტები, სხვადასხვა ხასიათის პირადი წერილები, ფოტომასალა და რამდენიმე მემორიალური ნივთი, მათ შორის, მისი პასპორტი და ანდერძი.

ღონისძიებას ავლიპ ზურაბაშვილის ოჯახის წევრები, მოსწავლეები, თსუ პროფესორები, სტუდენტები დაესწრნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა