logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
logo2
logo2
მიხეილ ჩხენკელმა აშშ-ს მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის საიუბილეო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
მიხეილ ჩხენკელმა აშშ-ს მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის საიუბილეო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
20:41 01.07.2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აშშ-ს მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ვირტუალურ საიუბილეო ღონისძიებას დაესწრო და საზოგადოებას სიტყვით მიმართა. ღონისძიება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) ვიცე-პრეზიდენტმა ჯონათან ბრუკსმა გახსნა.
მიხეილ ჩხენკელი: "მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, შევაჯამო ჩვენი მრავალწლიანი ნაყოფიერო თანამშრომლობის შედეგად მიღწეული თვალსაჩინო პროგრესი საქართველოში განათლების ხარისხის გაუმჯობესების კუთხით. მსურს, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი გულწრფელი მადლობა აშშ-ს მთავრობისა და ამერიკელი ხალხის მიმართ განათლების რეფორმის მხარდაჭერისთვის და ადამიანური კაპიტალის განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილისათვის. მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მთელი გულით მივულოცო ჩემს ამერიკელ მეგობრებსა და ამერიკელ ხალხს აშშ-ს დამოუკიდებლობის დღე."
მიხეილ ჩხენკელმა ხაზი გაუსვა, რომ მეორე კომპაქტის ფარგლებში Mჩჩ-ს მიერ საქართველოს განათლების ყველა საფეხურზე განხორციელებულმა უმსხვილესმა ინვესტიციამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საქართველოს მოქალაქეებზე, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებზე. მინისტრმა გამოყო ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები და სან დიეგოს უნივერსიტეტის პროგრამები შთEM-ის მიმართულებით. მისი თქმით, აღნიშნული პროგრამები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შორის.
მიხეილ ჩხენკელმა UშAID-ის ახალი 7 მილიონი დოლარის ღირებულების პროგრამის შესახებაც ისაუბრა, რომელიც საქართველოს საჯარო სკოლებში ინტერაქტიული სწავლების ხელშეწყობას გულისხმობს. პროგრამა მოსწავლეებს კითხვის, მათემატიკის, კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების გადაჭრის უნარ-ჩვევების გამომუშავებაში დაეხმარება.
მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასთან (MCC)  მომავალი თანამშრომლობაც ასეთივე ნაყოფიერი და წარმატებული იქნება.
საიუბილეო ღონისძიებას ესწრებოდნენ ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) წარმომადგენლები.
ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტი საქართველოში 2014 წლის 1 ივლისს შევიდა ძალაში. 2014-2019 წლებში აშშ-სა და საქართველოს მთავრობებს შორის ხელმოწერილი საერთაშორისო ხელშეკრულების – ათასწლეულის გამოწვევის 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის დაფინანსებით ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა განახორციელა პროექტები, რომლებმაც საქართველოში საინჟინრო, საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური (STEM) განათლების განვითარებას შეუწყო ხელი. კომპაქტის ინვესტიციამ მოიცვა განათლების სისტემის თითქმის მთელი სექტორი – ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლება, რაც სამომავლოდ საქართველოს ეკონომიკური ზრდისთვის აუცილებელი მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას უზრუნველყოფს.
კომპაქტის ფარგლებში 2014-2019 წლებში სრულად რეაბილიტირდა 91 საჯარო სკოლა და აღიჭურვა საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით. სასწავლო გარემო გაუმჯობესდა 40 ათასამდე მოსწავლისთვის, 20 ათასზე მეტმა ადამიანმა გაიარა პროფესიული განვითარების გრძელვადიანი კურსი, შემუშავდა 51 ახალი პროფესიული განათლების პროგრამა და საქართველოში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მეშვეობით აშშ-ში აკრედიტებულ საერთაშორისო საბაკალავრო პროგრამებზე განათლებას ამ ეტაპისთვის 600-მდე სტუდენტი იღებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა