logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
სს „ვანრიკ აგროს“ აქტივები გაიყიდა - „საპარტნიორო ფონდი“ ლურჯი მოცვის პროექტს ახალ ინვესტორთან ერთად განაგრძობს
სს „ვანრიკ აგროს“ აქტივები გაიყიდა - „საპარტნიორო ფონდი“ ლურჯი მოცვის პროექტს ახალ ინვესტორთან ერთად განაგრძობს
19:58 30.06.2020
სს "ვანრიკ აგროს" აქტივები აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოცხადებულ საჯარო აუქციონზე 2020 წლის 29 ივნისს გაიყიდა.

აუქციონის სასტარტო ფასი 4 570 302 ლარს შეადგენდა. საჯარო აუქციონზე გამართული ვაჭრობის შედეგად, გამარჯვება ქართულმა კომპანია შპს "ეფკომ" მოიპოვა და მძაფრი კონკურენციის პირობებში, 85 ბიჯის შემდეგ, სს "ვანრიკ აგროს" აქტივები 12 339 817 ლარად შეიძინა.

აღსანიშნავია, რომ სს "ვანრიკ აგროს" მიმართ, მისი დირექტორის მიმართვის საფუძველზე, 2019 წლის მარტში დაიწყო გაკოტრების საქმისწარმოება, რამაც სს "ვანრიკ აგროს" მისცა შესაძლებლობა, ამ წარმოების პერიოდში აუქციონით გადაეცა აქტივები სარგებლობაში შპს "ეფკოსთვის". ამის შედეგად, ლურჯი მოცვის ნარგავები განადგურებას გადაურჩა და მოსავლის აღებაც მოხერხდა. მნიშვნელოვანია, რომ "ვანრიკ აგროში" შექმნილი მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, "საპარტნიორო ფონდის" მიერ დაგეგმილმა და ინვესტორისთვის საჯაროდ აუქციონზე შეთავაზებულმა ფინანსურმა სტრუქტურამ შესაძლებლობა მისცა ფონდს, მაქსიმალურად დაებრუნებინა საკუთარი ინვესტიცია, დაეფინანსებინა ახალი პროექტი და შესაბამისად, ხელი შეუწყო დამატებითი ინვესტიციის მოზიდვასა და სამუშაო ადგილების შექმნას.

შპს "ეფკო" კომპანიაში დამატებითი ინვესტიციების განხორციელებასა და ლურჯი მოცვის პლანტაციის 280 ჰექტარზე გაფართოებას გეგმავს, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის დასაქმების რეალური შესაძლებლობა გახდება. რაც შეეხება "საპარტნიორო ფონდის" ინვესტიციას, მისი დაბრუნება 7 წლის განმავლობაში განხორციელდება.

შეგახსნებთ, სს "ვანრიკ აგრო" 2015 წელს დაარსდა და მის მთავარ საქმიანობას ლურჯი მოცვის მოყვანა, გადამუშავება და რეალიზაცია წარმოადგენდა. კომპანიის მფლობელობაში იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში მდებარე მიწის ნაკვეთი ნაწილობრივ განაშენიანებული ლურჯი მოცვის პლანტაციითა და გადამამუშავებელი საწარმოო ხაზით.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა