logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
დიმიტრი ხუნდაძე:  ჯანდაცვის კომიტეტმა დაუთმო დრო და ყველას მისცა საშუალება პროექტზე საკუთარი აზრი გამოეთქვა
დიმიტრი ხუნდაძე: ჯანდაცვის კომიტეტმა დაუთმო დრო და ყველას მისცა საშუალება პროექტზე საკუთარი აზრი გამოეთქვა
19:54 30.06.2020
"კომიტეტს აქვს თავისი წესი. არის განხილვის პერიოდი და არის გადაწყვეტილების მიღების დრო, რაც გადაიდო დღევანდელი კომიტეტის სხდომისათვის და დღევანდელი კომიტეტის სხდომაზე იმ შენიშვნებით, რასაც გთავაზობთ და მე ვფიქრობ, რომ აქ იქნება მრავალმხრივ დაცული ინტერესი. ინტერესი არ არის მხოლოდ აქ კლინიკების და მათი მესაკუთრეების. არსებობენ პაციენტები და მე ვფიქრობ კონტროლი სწორედ დამკვეთმა და პასუხისმგებელმა უწყებამ უნდა აიღოს იმაზე, რომ ყველაზე უპირატესი ინტერესი იყოს დაცული-მოსახლეობის ჯანმრთელობა და პაციენტის უფლებები",-განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხტა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ კომიტეტის სხდომაზე, სადაც "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტს განიხილავენ.



კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, სისტემა უნდა იყოს მთავარ მიზანზე ორიენტირებული, რომ პაციენტის ინტერესები იყოს პირველ რიგში დაცული, ამასთან მისივე თქმით, კლინიკების ინტერესიც უნდა იყოს გათვალისწინებული.



"საკითხი შემოვიდა დაჩქარებული წესით, კომიტეტმა არ მიიღო ეს შემოთავაზება, მიუხედავად იმისა, რომ ბიუროზე იყო გადაწყვეტილი, რომ ის დაჩქარებული წესით უნდა განხილულიყო. ჩვენ არ მივიღეთ ეს წესი და ჩვეულებრივი წესით დავიწყეთ ამ კანპონპროექტის განხილვა, რამეთუ საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო მოგვესმინა სხვადასხვა აზრი და დამოკდებულება და ამისათვის ორმა კომიტეტმა დაუთმო დრო და ყველას მისცა საშუალება, რომ თავის აზრი გამოეთქვა. ჯანდაცვის კომიტეტზე ყველა სტუმარს ჰქონდა საშუალება, რომ თავისი პოზიცია დაეფიქსირებინა, შემდეგ იყო დამატებით შეხვედრა ეკონომიკის კომიტეტზე, სადაც მათ კიდევ ჰქონდათ დრო დამატებით, გამოეთქვათ თავისი პოზიციები.

ჯანდაცვის კომიტეტზე განხილვის შემდეგ ეს საკითხი იქნა კენჭისყრაზე დაყენებული, მაგრამ კენჭისყრა გადაიდო და არა განხილვა. როცა განხილვა დასრულებულია, შემდეგ კომიტეტზე თავიდან მისი განხილვა არ იწყება, იმიტომ რომ რეგლამენტი ამას არ ითვალისწინებს. სისტემა რა თქმა უნდა არის და უნდა იყოს მთავარ მიზანზე ორიენტირებული, რომ პაციენტის ინტერესები იყოს პირველ რიგში დაცული, მაგრამ პაციენტის ინტერესს ექიმის გარეშე ვერ დაიცავ და რა თქმა უნდა კლინიკების ინტერესიც უნდა იყოს გათვალისწინებული, მაგრამ არ შეიძლება მხოლოდ იმის ინტერესი გადაიძლოს, რომ ვინმემ მის საპასუხისმგებლო არეალში, მის კლინიკაში არ აღმოაჩინოს რამე დარღვევა. დარღვევა სწორედაც უნდა იყოს აღმოჩენილი და რეგულირების სააგენტოს უნდა ჰქონდეს საშუალება მაგრამ რა თქმა უნდა სასამართლოს როლი აქ უნდა იყოს შეუცვლელი",-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.​





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა