logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
სოფო კილაძე: ბავშვის დახმარების ცხელი ხაზის ნომერი 111, პირველი ივნისიდან სრული დატვირთვით ამოქმედდა
სოფო კილაძე: ბავშვის დახმარების ცხელი ხაზის ნომერი 111, პირველი ივნისიდან სრული დატვირთვით ამოქმედდა
19:19 01.06.2020
ჩვენს ძვირფას ბავშვებს მინდა მივულოცო ბავშვთა დაცვის დღე და ვუსურვო ლაღი, ბედნიერი ბავშვობა, ძალიან ბევრი წარმატება მათ, მათ ოჯახებს, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დავისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ბრიფინგზე.

სოფო კილაძემ იმ სიახლეზე გაამახვილა ყურადღება, რომელთან დაკავშირებით გასული ორი თვის მანძილზე "ქართული ოცნების" გუნდმა და გაერო-ს ბავშვთა ფონდმა იმუშავა. მისი ინფორმაციით, ინიციატივა მომზადდა სწორედ ბავშვის უფლებათა კოდექსისა და ჩოვიდ19-თან ბრძოლის ფარგლებში.

"მინდა, წარმოგიდგინოთ ბავშვის დახმარების ცხელი ხაზი ნომრით – 111. ყველამ ვიცით, რომ ბავშვიანი ოჯახები მრავალი მიმართულებით არიან მოწყვლადი, ამიტომ "ქართული ოცნების" გუნდმა გადაწყვიტა, შეექმნა კოორდინაციის კარგი მექანიზმი სახელმწიფო სერვისებსა და ბავშვიან ოჯახებს შორის", – აღნიშნა სოფო კილაძემ.

მისი ინფორმაციით, ცხელი ხაზი ერთი ფანჯრის პრინციპით იმუშავებს და მასში თავმოყრილია ყველა სერვისი, რომელიც ქვეყანაში მუშაობს – სოციალური, განათლების, ჯანდაცვის, ძალადობის წინააღმდეგ და ა. შ.

მისი თქმით, კომიტეტი ზედამხედველობას უწევს, რომ ამ სახელმწიფო სერვისების თითოეული სიკეთე კონკრეტულ ბავშვამდე და ოჯახამდე მივიდეს.

სოფო კილაძის განცხადებით, ბავშვის დახმარების ცხელი ხაზი 1 მაისიდან მოქმედებს სატესტო რეჟიმში, დღეიდან ის სრული დატვირთვით ამოქმედდება.

"ჩვენ დავაჯამეთ ცხელი ხაზის სატესტო რეჟიმის შედეგები: ეს არის 471 დახმარების თხოვნა, აქედან 229 ოჯახს უკვე გაეწია დახმარება, 242 შემთხვევა არის მიმდინარე და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ოჯახებსაც დავეხმაროთ", – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

სოფო კილაძემ ასევე დააანონსა სიახლე, რომელიც აზარტულ თამაშებსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულების პრობლემის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

"აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრობლემის მქონე, ასევე ნარკოტიკებზე დამოკიდებულების პრობლემის მქონე ბავშვებსა და მოზარდებს შეეძლებათ ცხელი ხაზის 111-ის დახმარებით უფასო დახმარება მიიღონ ფსიქოლოგთან. კონსულტაცია შეიძლება მიიღონ ამ ბავშვების მშობლებმა და ახლობლებმაც. ყველამ ვიცით, რამდენი ოჯახის პრობლემაა აზარტული თამაშები და ნარკოტიკების მოხმარება. დარწმუნებული ვარ , რომ ამ სერვისით ბევრ ოჯახს დავეხმარებით. ჩვენ იუნისეფთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ვამზადებთ ამ პროექტს და ამოქმედების შესახებ უახლოეს დღეებში შეგატყობინებთ," – განაცხადა სოფო კილაძემ.

მან მადლობა გადაუხადა საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელს, ღასან ხალილს და მთელ მის გუნდს, რომელმაც ბავშვის დახმარების ცენტრი მთლიანად დააფინანსა, მადლობა გადაუხადა ასევე ჯანდაცვის სამინისტროს გუნდსა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტერგაციის კომიტეტს და მის აპარატს, რომლებმაც მისივე ინფორმაციით, ააწყვეს და უზრუნველყვეს ცხელი ხაზის გამართული მუშაობა.

დღესვე, ბრიფინგზე ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელმა, ღასან ხალილმა.

"დიდი პატივია ჩემთვის ვიმყოფებოდე საქართველოს პარლამენტში და თქვენთან ერთად აღვნიშნავდე ბავშვთა უფლებების დაცვის ამ მნიშვნელოვან დღეს. ჩვენ განსაკუთრებულად ვფიქრობთ ბავშვებზე და მათ ოჯახებზე, რომლებზეც იმოქმედა კორონავირუსის პანდემიამ. ზოგ ოჯახს სჭირდება ინტერნეტი ბავშვის სწავლისთვის, მაგრამ არ აქვთ. ყველა ჩვენგანს აქვს სპეციალური საჭიროებები, მაგრამ ყველას არ აქვს ამის საშუალება", – აღნიშნა ღასან ხალილმა, მისი თქმით, ასეთი ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია მხარდაჭერა პარლამენტისგან, მთავრობისგან, იუნისეფისგან.

მისივე განცხადებით, პარლამენტმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა და მისმა თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა