logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა საკომიტეტო მოკვლევაზე „გარემოს ტყვიით დაბინძურების შეფასება საქართველოში“ პირველი ზეპირი მოსმენა  გამართა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა საკომიტეტო მოკვლევაზე „გარემოს ტყვიით დაბინძურების შეფასება საქართველოში“ პირველი ზეპირი მოსმენა გამართა
19:17 01.06.2020
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა საკომიტეტო მოკვლევის - "გარემოს ტყვიით დაბინძურების შეფასება საქართველოში" ფარგლებში დღეს პირველი ზეპირი მოსმენა გამართა.



სამუშაო ჯგუფის წევრებმა - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა ნინო წილოსანმა და გიორგი გაჩეჩილაძემ, ძირითადად, იმ დაინტერესებულ მხარეებს მოუსმინეს, ვინც კომიტეტის სამუშაო ჯგუფს წარუდგინა დადასტურებული პოზიცია თემაზე - გარემოს ტყვიით დაბინძურების შეფასება საქართველოში.



"დღევანდელი ღონისძიებით ჩვენ ვაგრძელებთ საპარლამენტო ზედამხედველობის ერთ-ერთი მექანიზმის - თემატური მოკვლევის პროცესს, რომლის მოკლე შინაარსი გამოიხატება აქტუალური და საჭირბოროტო თემის წამოწევით, შემდეგ ამ თემის ირგვლივ მოკვლევით და სათანადო, დასაბუთებული წინადადებების მიღებით და შემდეგი ეტაპი, რომელსაც დღეს ვიწყებთ, ეს არის საჯარო მოსმენები. პირველი საჯარო მოსმენა ტარდება თავად წინადადებების წარმომდგენებთან და გაგრძელდება სახელმწიფო და სხვადასხვა საჯარო სტრუქტურებთან იმისათვის, რომ თემა სათანადოდ მოვიკვლიოთ, საბოლოო ჯამში კი, ექსპერტის მონაწილეობით, შევიმუშაოთ რეკომენდაციები", - განაცხადა ნინო წილოსანმა.



მისი თქმით, ამ თემატური მოკვლევის შედეგად გამოჩნდება საერთო სურათი, და იმის ნაცვლად, რომ ამ ეტაპზე აღნიშნული მიმართულებით, ძირითადად, ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს აქტიურად, ჯგუფის წევრებს ექნებათ შეთავაზება მთავრობისადმი, რომ შეიმუშაოს საერთო სამოქმედო გეგმა ყველა საჭირო სამინისტროს ჩართულობით და განსაკუთრებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქტიური მონაწილეობით.



ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი, რომელზეც საკომიტეტო მოკვლევამ პასუხი უნდა მოიძიოს, არის ის, თუ რა ფაქტორები განაპირობებს საქართველოში ,,ნიადაგი-წყალი-ჰაერი-ადამიანი"-ს ცოცხალი ჯაჭვის ტყვიით დაბინძურებას და რა კვლევითი მტკიცებულებები არსებობს ამის დასადასტურებლად. ასევე, რა არის ის ფაქტორები, რომლებსაც შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს როგორც ადამიანის ჯანმრთელობაზე, ასევე, გარემოს დაბინძურებაზე.



დღევანდელ საჯარო მოსმენაზე სამუშაო ჯგუფის წევრებს ტყვიასთან დაკავშირებით, მისი გარემო პირობებში არსებობის და სახელმწიფოს მხრიდან განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე საკუთარი მოსაზრებები და რეკომენდაციები გააცნეს გელა კვაშილავამ, (ფონდი პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის დამფუძნებელი); ვახტანგ კობალაძემ, (საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი); მანანა ქოჩლაძე ("მწვანე ალტერნატივა"); ნოდარ ტანგიაშვილმა, (აქტივისტი, საჯარო პოლიტიკის ანალიტიკოსი, მკვლევარი).



საჯარო მოსმენა, ძირითადად, კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. ტყვიით გარემოს დაბინძურებისა და უშუალოდ ადამიანზე მისი ზემოქმედების ძირითად წყაროებად დასახელდა საყოფაცხოვრებო დანიშნულების საღებავები, ინდუსტრიული ნარჩენები, საწვავი, სამომხმარებლო პროდუქცია.



გამოითქვა მოსაზრებები, რომ ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედების კონტროლის ერთიანი მულტისექტორული ხანგრძლივვადიანი სამოქმედო გეგმის მომზადებაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს საზოგადოების მონაწილეობა; სურსათის უსაფრთხოების სამსახურმა სხვა ქვეყნების გამოცდილებისა და ანალიზის შედეგად უნდა გამოავლინოს ის ქვეყნები და სურსათი, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს მომატებულ ტყვიის ოდენობას და შეიმუშავოს რეკომენდაციები იმპორტიორი ორგანიზაციებისთვის; უნდა ხორციელდებოდეს საწვავის ხარისხის მუდმივი მონიტორინგი; უნდა გაიზარდოს იმპორტირებულ პროდუქციის (სამშენებლო მასალები, მათ შორის საღებავები, საკანცელარიო ნივთები, საბავშვო პროდუქცია, კოსმეტიკა, ბიჟუტერია, ჭურჭელი და საყოფაცხოვრებო ნივთები და ა.შ.) მიზანმიმართული კონტროლი ტყვიასა და სხვა მძიმე მეტალების შემცველობაზე; მიზანშეწონილია, დაფინანსდეს პროექტები, რომლებიც გამორჩეულად მდგრადია და ხელს უწყობს სატრანსპორტო სისტემის გაჯანსაღებას და ჰაერში სხვადასხვა მავნე გაფრქვევების შემცირებას; საქართველოს ქალაქებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტთან ერთად, უნდა წახალისდეს ველოსიპედით გადაადგილება და საამისოდ შესაბამისი ინფრასტრუქტურა განვითარდეს; სახელმწიფოს ხელშეწყობით და კერძო სექტორის, საბანკო ინსტიტუტების მონაწილეობით უნდა შეიქმნას პროგრამა "არცერთი ავტომობილი კატალიზური გადამრთველის გარეშე" და სხვა.



"საინტერესო წინადადებები მოვისმინეთ, მნიშვნელოვანია, რომ ხელშესახები რეკომენდაციები შევიმუშაოთ თქვენი მონაწილეობით, რათა ისინი კიდევ უფრო სრულყოფილი და მასშტაბური გავხადოთ. დარწმუნებული ვარ, რომ გარკვეულწილად მნიშვნელოვან შედეგს აუცილებლად მივიღებთ, ვინაიდან ასე ერთიანი, კომპლექსური მიდგომა ამ საკითხისადმი დღემდე არ ყოფილა და ვფიქრობ ის მიმართულება, რაზეც პარლამენტს ექნება დასკვნა, აუცილებლად იქნება გათვალიწინებული სამინისტროების მხრიდან", - განაცხადა ნინო წილოსანმა დასასრულს.



შემდეგ ზეპირ მოსმენაზე, რომელიც რამდენიმე დღეში გაიმართება, მოწვეული არიან ადმინისტრაციული ორგანოების წარმომადგენლები.



პროექტი ხორციელდება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით.​



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა