logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის იუსტიციის სახლები მომხმარებელს ღამის 12 საათამდე მიიღებენ
თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის იუსტიციის სახლები მომხმარებელს ღამის 12 საათამდე მიიღებენ
14:27 01.06.2020
1-ლი ივნისიდან იუსტიციის სახლის თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის ფილიალები მომხმარებლებს 09:00-დან 00:00 საათამდე მოემსახურებიან. მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, იუსტიციის სახლის ყველა პროდუქტი, მათ შორის, სერვისები დაჩქარებული წესით, მათთვის მოსახერხებელ დროს მიიღონ.

იუსტიციის სახლის თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის ფილიალები მომხმარებელს 09:00-დან 00:00 საათამდე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით მოემსახურებიან, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, ეფექტურად განკარგონ საკუთარი დრო, სასურველ დროს დაჯავშნონ ვიზიტი და მიიღონ სერვისი საღამოს გვიან საათებშიც კი. სიახლე განსაკუთრებით მოსახერხებელია იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც სამუშაო დღის განმავლობაში ვერ ახერხებენ იუსტიციის სახლში ვიზიტს.

იუსტიციის სახლის თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის ფილიალებში მომხმარებლები შეძლებენ განაცხადების წარდგენას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, აღსრულების ეროვნული ბიუროს და სხვა უწყებების სერვისების მიმართულებით.

დაინტერესებული პირი შენობაში შესვლას და სერვისის მიღებას მისთვის სასურველ დღესა და დროს შეძლებს, თუკი ვიზიტს პორტალზე (მყ.გოვ.გე) დაჯავშნის; იმავე დღეს ვიზიტის დაგეგმვისას კი, მომხმარებლებმა ჯავშანი 22:00 საათამდე უნდა გააკეთონ.

ფილიალებში სერვისების მისაღებად საჭირო დაჯავშნის ხუთენოვანი ელექტრონული სისტემა მოქმედებს. მნიშვნელოვანი სიახლეა მომხმარებლისთვის: დაინტერესებული პირი დაჯავშნას ქართულ, აფხაზურ, ინგლისურ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე შეძლებს.

სერვისის მისაღებად მომხმარებელმა პორტალზე (მყ.გოვ.გე) კალენდარში უნდა დაჯავშნოს ფილიალში ვიზიტის თარიღი და დრო, რის შემდეგაც მიუვა მოკლე ტექსტური შეტყობინება და მითითებულ დროს შეეძლება განაცხადის გასაკეთებლად იუსტიციის სახლის ფილიალში მისვლა.

მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ

- ჯავშნის გაკეთება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ვებგვერდიდან – მყ.გოვ.გე, სადაც თვალსაჩინო ადგილზე არის განთავსებული ჯავშნის კალენდარი;

- დაჯავშნის შემდეგ მომხმარებელი მითითებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებს მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, სადაც აღნიშნული იქნება ვიზიტის თარიღი, ადგილი და დრო; ასევე, მომსახურების ერთჯერადი კოდი, რომელიც იუსტიციის სახლში მისულმა მომხმარებელმა მომსახურებამდე უნდა წარადგინოს;

- წინასწარი დაჯავშნის გარეშე იუსტიციის სახლში მისული მომხმარებელი შენობაში ვერ მოხვდება;

- ფილიალში მისულ პირს უნდა ეკეთოს პირბადე, რის გარეშეც შენობაში არ დაიშვება.

აღსანიშნავია, რომ მომხმარებლების კომფორტსა და საჭიროებებზე ზრუნვა პირველი რიგის პრიორიტეტია და იუსტიციის სახლი სახელმწიფო თუ კერძო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე მუშაობას მომავალშიც განაგრძობს.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა