logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
logo2
logo2
გიორგი გახარია: ჩვენი მოქალაქეების, ექიმების, პოლიციის, ერთობლივი დამსახურებაა, რომ თბილისი და ბათუმი ევროპაში კოვიდისგან ყველაზე სუფთა ქალაქებად გამოცხადდა
გიორგი გახარია: ჩვენი მოქალაქეების, ექიმების, პოლიციის, ერთობლივი დამსახურებაა, რომ თბილისი და ბათუმი ევროპაში კოვიდისგან ყველაზე სუფთა ქალაქებად გამოცხადდა
14:35 31.05.2020
პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების, ექიმების, პოლიციის, ერთობლივად ყველას დამსახურებაა, რომ თბილისი და ბათუმი ევროპაში კოვიდისგან ყველაზე სუფთა ქალაქებად გამოცხადდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადა, სადაც უწყების სრულ შემადგენლობას პოლიციის დღე მიულოცა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, მაშინ, როდესაც ეს გაუჭირდათ ეკონომიკურად ბევრად უფრო ძლიერ სახელმწიფოებს, საქართველომ ეს შეძლო მოქალაქის ორგანიზებულობით, ექიმების და პოლიციის პროფესიონალიზმით და ყველას გუნდური მუშაობით.

„ინფიცირებულ ადამიანებს სჭირდებათ სწრაფი გამოვლენა, სწრაფი მკურნალობა და სწრაფად სოციუმში დაბრუნება. მხოლოდ ასე შევძლებთ, რომ საქართველო იყოს წარმატებული ვირუსის კონტროლში, ვირუსი მსოფლიომ უნდა დაამარცხოს ერთად, გლობალურად. ცალკე აღებული სახელმწიფო აქ ვერაფერს გააკეთებს. საქართველო უნდა იყოს წარმატებული ვირუსის ეფექტურ კონტროლში და ეფექტურ კონტროლში პოლიციის ფუნქცია, ექიმებთან ერთად, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ეს ეფექტური კონტროლი გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ეკონომიკა ნელ-ნელა გაიხსნას, რომ ნორმალურად ვიცხოვროთ - ტურისტი ჩამოვიდეს, ადამიანები სამსახურებში დადიოდნენ, მშენებლობა გაგრძელდეს და ა.შ და ამაში თქვენი როლი ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო რეგიონში და ევროპაში ყოველთვის უნდა დარჩეს ვირუსის გავრცელების სისწრაფის და გეოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურად მაკონტროლებელი და ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ქვეყანა, მეტი სტუმარი და ტურისტი გვჭირდება იმისთვის, რომ სულ უფრო და უფრო მეტი ეფექტი მიიტანონ ჩვენმა მოქალაქეებმა ოჯახში. ჩვენ ყოველთვის უნდა ვყოთ ეფექტურად ვირუსთან გამკლავების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი რეგიონში და ევროპაში“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა