logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
თორნიკე რიჟვაძე: „მწვანე ზონის“ სტატუსი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აჭარისთვის ტურისტული სეზონის მოახლოებასთან მიმართებაში
თორნიკე რიჟვაძე: „მწვანე ზონის“ სტატუსი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აჭარისთვის ტურისტული სეზონის მოახლოებასთან მიმართებაში
18:30 23.05.2020
აჭარა მწვანე ზონა გახდა, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

კლინიკა „მედალფაში“ ორი ინფიცირებული მკურნალობდა, რომლებიც განიკურნენ და სამედიცინო დაწესებულებას მალე დატოვებენ. აჭარაში 30 აპრილის შემდეგ, კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.

,,ბოლო ორი ინფიცირებული რეგიონში განიკურნა. შესაბამისად, აჭარამ დაიბრუნა „მწვანე ზონის“ სტატუსი. ჩვენ 30 აპრილის შემდეგ რეგიონში აღარ გვყავს ახალი დაინფიცირებულები. ბუნებრივია, ეს არის საკმაოდ დადებითი, პოზიტიური შედეგი და დღეს კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის მოდუნების, თვითკმაყოფილების საფუძველი. ჩვენ გვმართებს, რომ საზოგადოებასთან და მოსახლეობასთან ერთად გავაგრძელოთ იმ რეკომენდაციების შესრულება, რომელიც შემუშავებულია ჯანდაცვის უწყებების მხრიდან.

ის ფაქტი, რომ აჭარამ დაიბრუნა „მწვანე ზონის“ სტატუსი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ როგორც ეპიდ-რეგიონი იყო საკმაოდ მომატებული რისკის მატარებელი, ვინაიდან ჩვენთან მოეწყო რამდენიმე ათეული საკარანტინო სივრცე, ასევე აჭარა არის საზღვრისპირა რეგიონი, რომელიც იყო მაღალი რისკის მატარებელი, თუმცა ყველამ ერთად, საზოგადოების მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობით და თვითშეგნებით შევძელით, რომ კარგად, ეფექტიანად გვემართა ეს პროცესი და დღეს გვქონოდა საკმაოდ დამაიმედებელი შედეგი.

უსაფრთხო რეგიონის სტატუსი და „მწვანე ზონის“ სტატუსი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურისტული სეზონის მოახლოებასთან მიმართებაში. ამიტომ, ყველას ერთად გვმართებს დავიცვათ ის რეკომენდაციები და ძალიან ფრთხილად, მწყობრად დავუბრუნდეთ ეკონომიკის აღდგენის, განახლების ეტაპს და წელს ვუმასპინძლოთ ტურისტებს.

ამ ყველაფრისთვის განსაკთრებული მადლობა ეკუთვნის მედიკოსებს, მთლიანად საზოგადოებას და ასევე განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის უწყებათაშორის საბჭოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ვინაიდან ყველას კოორდინირებულმა მოქმედებამ მოგვცა საშუალება დღეს ეს შედეგი გვქონოდა, რომელსაც ყველა ერთად უნდა მოვუფრთხილდეთ, რადგან შესაძლოა ეს შედეგი ნებისმიერ დღეს შეიცვალოს“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.



30 აპრილის შემდეგ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 10 773 პირს. კორონავირუსი დაამარცხა 70-მა პაციენტმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა