logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
მაია ცქიტიშვილი: მნიშვნელოვანია, რიკოთის მაგისტრალი მოვაქციოთ იმ საერთაშორისო სტანდარტებში, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო გადაადგილებას, სხვა სიჩქარეებზე, ბევრად უფრო მაღალი გამტარუნარიანობით
მაია ცქიტიშვილი: მნიშვნელოვანია, რიკოთის მაგისტრალი მოვაქციოთ იმ საერთაშორისო სტანდარტებში, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო გადაადგილებას, სხვა სიჩქარეებზე, ბევრად უფრო მაღალი გამტარუნარიანობით
20:28 22.05.2020
რიკოთის მონაკვეთი არის ერთ-ერთი ყველაზე რთული მონაკვეთი, რომლის გავლასაც საკმაოდ დიდი ხანი სჭირდება და შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ რიკოთის მაგისტრალი მოვაქციოთ იმ საერთაშორისო მაგისტრალისთვის საჭირო სტანდარტებში, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო გადაადგილებას, სხვა სიჩქარეებზე, ბევრად უფრო მაღალი გამტარუნარიანობით, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა, რიკოთის უღელტეხილზე განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრ გორგი გახარიასთან ერთად. რიკოთის საუღელტეხილო გზის მოდერნიზების პროექტის ფარგლებში, ხევი-უბისას მონაკვეთზე, სოფელ ხევთან, პირველი, 180 მეტრიანი გვირაბის გაჭრის სამუშაოები დაათვალიერა.


მისი თქმით, ორ მონაკვეთზე სამუშაოები ძალიან აქტიურად მიმდინარეობს.


ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალის, რომელიც დააკავშირებს ჩვენი ქვეყნის სატრანსპორტო მაგისტრალებს ევროპულ საერთაშორისო მაგისტრალს, რომელიც ჩინეთიდან ევროპამდე გრძელდება. რიკოთის მონაკვეთი არის ერთ-ერთი ყველაზე რთული მონაკვეთი, რომლის გავლასაც საკმაოდ დიდი ხანი სჭირდება და აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ რიკოთის მაგისტრალი მოვაქციოთ იმ საერთაშორისო მაგისტრალისთვის საჭირო სტანდარტებში, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო გადაადგილებას, სხვა სიჩქარეებზე, ბევრად უფრო მაღალი გამტარუნარიანობით. 51 კილომეტრიანი მონაკვეთია მთლიანად. ორ მონაკვეთზე სამუშაოები ძალიან აქტიურად მიმდინარეობს. დარჩენილ მონაკვეთებზე სამობილიზაციო სამუშაოებია. მთლიანობაში ვგეგმავთ, რომ 2022 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს რიკოთის მაგისტრალის მშენებლობა. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებულია ბევრი ქართველი მუშა, მათ შორის, ადამიანები, რომლების ცხოვრობენ მიმდებარე სოფლებში. 5000 კაცი იყო დასაქმებული 2019 წელს. მას შემდეგ, რაც აქტიურ ფაზაში შევიდა დამატებითი ორი მონაკვეთი, ეს რაოდენობა 10 000 კაცამდე გაიზრდება და აქედან 70-80% ქართველი პერსონალია და ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ეს მათ აძლევთ შემოსავლის წყაროს და ასევე დამატებით უნარ-ჩვევებს, რაც გამოადგებათ სამომავლოდ სამშენებლო სექტორში წარმატებით დასაქმებისათვის", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.


როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, ამჟამად პირველი გვირაბის გაჭრის სამუშაოები მიმდინარეობს, შემდგომი ორი კვირის განმავლობაში კი იგეგმება ასევე ორი გვირაბის გაჭრა.


"ჩვენ დღეს გვქონდა საშუალება, გვენახა პირველი გვირაბის გაჭრის სამუშაოები რიკოთის მონაკვეთზე. შემდგომი ორი კვირის განმავლობაში იგეგმება ასევე ორი გვირაბის გაჭრა. ძალიან ბევრი გვირაბი და ხიდი გვაქვს ამ მონაკვეთზე. ეს მონაკვეთი არის საინჟინრო ნაგებობებით ყველაზე ძლიერად დატვირთული. ძალიან საინტერესოა საინჟინრო გამოწვევებითაც. ჩვენ გვქონდა საშუალება, კოვიდის ინფექციამდე სტუდენტებისთვის გვეჩვენებინა მშენებლობის პროცესი, პრაქტიკაში გვეჩვენებინა მათთვის ის თეორიული ცოდნა, რომელსაც ისინი იღებენ უნივერსიტეტებში და შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ როგორც კი ეპიდემიოლოგიური ფონი მოგვცემს ამის საშუალებას, ამ პრაქტიკასაც გავაგრძელებთ", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა