logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 ირაკლი ქარსელაძე: აღმოსავლეთ-დასავლეთ დერეფანზე 208 კილომეტრი უკვე  აშენებულია, 140 კილომეტრზე მიმდინარეობს მშენებლობა და 2020 წელს 70 კილომეტრი მაგისტრალური გზის გახსნაა  დაგეგმილი
ირაკლი ქარსელაძე: აღმოსავლეთ-დასავლეთ დერეფანზე 208 კილომეტრი უკვე აშენებულია, 140 კილომეტრზე მიმდინარეობს მშენებლობა და 2020 წელს 70 კილომეტრი მაგისტრალური გზის გახსნაა დაგეგმილი
20:25 22.05.2020
ზოგადად, უნდა ითქვას, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთ დერეფანზე 208 კილომეტრი უკვე არის აშენებული, 140 კილომეტრზე მიმდინარეობს მშენებლობა და 2020 წელს 70 კილომეტრი მაგისტრალური გზის გახსნა არის დაგეგმილი დაწყებული ივნისიდან და ამაში შედის ხაშურის, ქუთაისის შემოვლითი და სამტრედია-გრიგოლეთის მეორე ლოტი 14 კილომეტრიანი მონაკვეთი, - ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.
ირაკლი ქარსელაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დღეს, რიკოთის ისტორიულ, საუკუნის პროექტზე პირველი გვირაბი დღეს გაიჭრა.


"მთლიანობაში, 53 გვირაბი, 96 ხიდი - ეს არის ის, რაც უნდა აშენდეს 51 კილომეტრიან მონაკვეთზე. 2.5 მილიარდი ლარი არის ამ პროექტების ღირებულება და დღეს პირველი გვირაბი გაიჭრა და ამის პარალელურად, ჯამურად, 28 გვირაბზე მიმდინარეობს სამუშაოები. ასევე, შესაბამისი რაოდენობით უკვე 39 ხიდზე მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები ბურჯების ამოყვანით, ხიმინჯების მოწყობით და სხვა მრავალი სამუშაოთი.
მნიშვნელოვანია ის, რომ მიუხედავად კოვიდ 19-ის გამოწვევისა, ამ შეზღუდვების ფარგლებში მიღწეული პროგრესი, რისი დადასტურებაც არის დღევანდელი დღე, 180 მეტრიანი პირველი გვირაბის გაჭრა არის დიდი მონაპოვარი. თუმცა, რა თქმა უნდა, უკვე შემუშავებულია გეგმა, ამ შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად, უფრო დიდი პროგრესი იქნას მიღწეული", - აღნიშნა საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსმა.


მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის, უშუალოდ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მცხოვრებთა ჩართულობა აღნიშნულ პროექტებში. ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, 70-დან 80 პროცენტამდე ჯამურად დასაქმებული არის საქართველოს მოსახლეობა.
"მთლიანობაში 2019 წელს 5 000 ადამიანი იყო დასაქმებული პროექტებში. ყველა მონაკვეთის ამოქმედებასთან ერთად ამ რიცხვის გაორმაგებას ველოდებით და შესაბამისად, უფრო მეტი ქართველი სპეციალისტის ჩართულობას ვგეგმავთ. მნიშვნელოვანია ის, რომ გარდა ყოველთვიური შემოსავლისა, რომელიც შრომის ბაზრის შესაბამისია, მნიშვნელოვანია ის უნარები, რასაც იძენენ ჩვენი თანამოქალაქეები, რაც მათ უკვე უახლოეს პერსპექტივაში კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს გახდიან ბაზარზე.
რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ის სოციალური ასპექტები, რომელიც ყველა მონაკვეთზე გარკვეული სახით არის წარმოჩენილი, როგორიც არის მოედნების მოწყობა სურამში, შროშაში, ზესტაფონში, ლანჩხუთში. ასევე დამატებითი დაერთებები, რომლებიც საშუალებას აძლევს ადგილობრივ მოსახლეობას კიდევ უფრო მეტად ჩართული იყოს კვლავწარმოების პროცესში. შესაბამისად, ის პოპულარული ადგილები, რომელიც წლების განმავლობაში, როგორც ქვეყნის მოსახლეობას, ასევე სტუმრებს ძალიან უყვარდათ, წვდომა ექნებათ საგზაო უსაფრთხოების სრული წესების დაცვით", - განაცხადა საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა