logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა 2-თვიანი საკარანტინო პერიოდი შეაჯამა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა 2-თვიანი საკარანტინო პერიოდი შეაჯამა
18:11 22.05.2020
2 თვის განმავლობაში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას საკარანტინი მდგომარეობის პირობებში უწევდა ცხოვრება. ეს პერიოდი მარტივი არ ყოფილა, რადგან ჩვენ ყველას სულ სხვა რეალობაში მოგვიწია ყოფნა. საბედნიეროდ, ამ ხნის განმავლობაში ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უმრავლესობა მთელ რიგ შეზღუდვებსა და წესებს გაგებით ეკიდებოდა და ზედმიწევნით იცავდა, რამაც სტაბილური სიტუაციის შენარჩუნების საშუალება მოგვცა.



ცენტრალური მთავრობის სწორი და თანმიმდევრული ნაბიჯების, მედიკოსებისა და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი მუშაობის დამსახურებით, ჩვენ შევძელით ბოლნისის მუნიციპალიტეტში კონტროლირებადი ეპიდსიტუაცია შეგვენარჩუნებინა. ჩვენს მუნიციპალიტეტში სულ 2500-ზე მეტი პისიარ ტესტი გაკეთდა და თერმოსკრინინგი რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები 24-საათის განმავლობაში მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე მაქსიმალურ კონტროლს ახორციელებდნენ, ამ დახმარებისთვის კი მათ დიდ მადლობას ვუხდი.



ხვალიდან შესაძლებელი იქნება მოქალაქეები ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან უპრობლემოდ გადაადგილდნენ. თუმცა აღსანიშნავია, რომ მკაცრი საკარანტინო მდგომარეობა რჩება სოფელ მუშევანსა და გეტაში, ამ ორ სოფელში ეპიდემიოლოგები მუშაობას კვლავ აქტიურად გააგრძელებენ. შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ კვლავ მოგვიწევს მედიკოსების მიერ დადგენილი წესების გათვალისწინება, რათა კორონავირუსმა საფრთხე მოსახლეობის ჯანმრთელობას არ შეუქმნას.



პანდემიამ და საკარანტინო მდგომარეობამ თითოეული ჩვენგანი გაგვაერთიანა, არაერთი კერძო პირი და კომპანია ჩაერთო საქველმოქმედო აქციაში, რისთვისაც ყველას ძალიან დიდ მადლობას ვუხდი. ჩვენ მუშაობას კვლავ ვაგრძელებთ და იმედი გვაქვს, რომ სულ მალე სოფელ მუშევანსა და გეტასაც გავხსნით.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა