logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
 „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტით გასატარებელი დროებითი ღონისძიებების  ვადად 15 ივლისამდე პერიოდი განისაზღვრა
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტით გასატარებელი დროებითი ღონისძიებების ვადად 15 ივლისამდე პერიოდი განისაზღვრა
17:47 22.05.2020
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმერ კახაძე უძღვებოდა, დეპუტატებმა კანონპროექტები "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" და "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ", მესამე - საბოლოო მოსმენით განიხილეს.



შეთანხმებისამებრ, როგორც მომხსენებელმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, მეორე მოსმენით პლენარულ სხდომაზე განხილვის დროს საბოლოოდ მოხდა თარიღის დაზუსტება, რათა მავანთა მხრიდან სპეკულაციებს არ ჰქონოდა ადგილი და ორივე კანონპროექტის მესამე მოსმენით განსახილველ ვარიანტში უკვე დადასტურებულია, რომ კანონით შემოღებული ნორმები არის დროებითი და საბოლოო თარიღად განისაზღვრა 15 ივლისი.



სხდომის წამყვანის, ვლადიმერ კახაძის განაცხადებით, ერთობლივი ძალისხმევით ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ კანონპროექტის ცალკეული ნორმების მიმართ გაჩენილი კითხვის ნიშნები მოხსნილიყო და კანონპროექტიც კონსტიტუციასთან შესაბამისობაში ყოფილიყო.



"საკმაოდ დიდი სამუშაო გავწიეთ, ვფიქრობ ამით ხელისუფლებას მიეცემა საშუალება, რომ ეს კრიზისული ვითარება მართოს. ამის საკანონმდებლო საფუძველი ნამდვილად საჭირო იყო, მიტ უფრო რომ პანდემია ჯერ არავის გაუუქმებია. არაერთი ქვეყანა პრობლემების წინაშე დადგა მხოლოდ იმიტომ, რომ სწორედ იმ დროს, როცა საჭირო იყო რეგულაციების შემოღება, საკმაოდ დაგვიანებით განხორციელდა ცალკეული ქმედებები. ჩვენი ქვეყანა იმიტომ გამოიყურება გამორჩეულად სასიკეთოდ ეპიდემიოლოგიურად, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ინფექციის გავრცელების, რომ ჩვენ დროულად დავიწყეთ ქმედებები. მაგრამ დაავადებას ბოლომდე სჭირდება მკურნალობა, ამიტომ ჩვენი ეს გადაწყვეტილება დროებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ სწორია", - განაცხადა კანონპროექტის მესამე მოსმენით წარდგენისას დიმიტრი ხუნდაძემ.



გარკვეული რედაქციული ხასიათის შენიშვნების შემდეგ, კომიტეტმა წარმოდგენილ ვარიანტს ერთხმად დაუჭირა მხარი. კანონპროექტები პარლამენტის პლენარულ სხდომას დღესვე წარედგინება.



საკანონმდებლო ინიციატივა ეკუთვნის პარლამენტის წევრებს: დიმიტრი ხუნდაძეს, ილია ნაკაშიძეს, ვლადიმერ კახაძეს, ზურაბ ხაჩიძეს, დიმიტრი მხეიძეს და კობა ნაკაიძეს. კანონპროექტებს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა