logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
დღეს საქართველოს პარლამენტმა, მესამე მოსმენით „ტყის კოდექსის” კანონპროექტი დაამტკიცა
დღეს საქართველოს პარლამენტმა, მესამე მოსმენით „ტყის კოდექსის” კანონპროექტი დაამტკიცა
17:41 22.05.2020
"სიმბოლურია, რომ სწორედ ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღეს, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტი, ტყის კოდექსი. ახალი კოდექსი ჩვენი ტერიტორიის 40%-ის, ჩვენი უმნიშვნელოვანესი ეკოსისტემის და ბიომრავალფეროვნების დაცვას ემსახურება. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო გერმანიის მთავრობასა და ევროკავშირს იმ მხარდაჭერისთვის, რასაც წლების განმავლობაში იღებდა საქართველოს მთავრობა და ჩვენი სამინისტრო რეფორმების გატარების პროცესში, მხარდაჭერას იღებდა იმისათვის, რომ ისტორიული მნიშვნელობის კანონპროექტი მიგვეღო და ახალი ფურცლიდან დაგვეწყო ტყის სექტორის მდგრადი მართვა. ის მდიდარი ეკოსისტემა და ტყეები, რომელიც გვაქვს, საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას, დაცვას, რისი გარანტიც სწორედ ახალი კანონი იქნება.
მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ბატონ ლევან დავითაშვილს, რომლის პირადი ძალისხმევა გადამწყვეტი იყო. მადლობა თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ კოდექსის შემუშავების პროცესში. ტყის კოდექსი არის ფუნდამენტი სატყეო სექტორის რეფორმის, ჩვენი ტყეების სწორი, მდგრადი მართვის", - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა.
ნინო თანდილაშვილმა მადლობა გადაუხადა როგორც პარლამენტის წევრებს კანონპროექტის საინტერესო განხილვებისთვის, რომლებიც არაერთ კომიტეტში, დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს და ყველა დაინტერესებულ პირს პროცესში აქტიური ჩართულობისთვის.
პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს, მინისტრის მოადგილემ იმ ახალი პროექტის მნიშვნელობაზეც ისაუბრა, რომლის განხორციელებასაც სამინისტრო წელს დაიწყებს.
"ეს გახლავთ კლიმატის მწვანე ფონდის საგრანტო მხარდაჭერა, რომელსაც, სავარაუდოდ, ივნისის თვეში მივიღებთ. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIძ) ჩართულობით, ტყის სექტორის რეფორმა დაიწყება საქართველოს სამ რეგიონში - გურიაში, კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში. ეს იქნება სიკეთის მომტანი პირველ რიგში იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამ რეგიონებში ცხოვრობენ და, ამავე დროს, წინგადადგმული ნაბიჯი ახალი ტყის კოდექსის იმპლემენტაციის პროცესში. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ევროკავშირის მხარდაჭერა ამ პროცესებში - მოგეხსენებათ, ევროკომისიის 2019 წლის ანგარიშში მოწონებული იქნა საქართველოს მთავრობის ძალისხმევა კოდექსის მიღების პროცესში", - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა