დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
21:57 21.05.2020
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა ვაჟა ივერიელის, ახმეტის, წინანდლის, ავლიპ ზურაბიშვილის,ხახანაშვილის და კობარეთის ქუჩების მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 17 საათამდე კი დომენტი ჟღენტის, დობროლიუბოვის, ენისელის, ზედაუბნის, კალიუჟინის, კაჭრეთის, კოდალოს, ვასილ თამარაშვილის, მაღაროს, ეკლესიის, სამღერეთის, ცოტნე დადიანის, ქართველიშვილის და ლევან ქართლელიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

11 საათიდან16 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას ყაზბეგის გამზირის, უნივერსიტეტის, ედიშერ მაღალაშვილის, გიორგი გეგეჭკორის,ოთარ ლორთქიფანიძის და ოთარ ჩხეიძის ქუჩების მაცხოვრებლები, ხოლო 10 საათიდან 13 საათამდე აკაკი წერეთელის გამზირის, სამტრედიის, რაფიელ აგლაძის და გუდაუთის ქუჩების მაცხოვრებლები.

ბეჭდვა