logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
logo2
logo2
მთავრობის სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) ფორმატში მომზადებული ტექნიკური რეგლამენტი მიიღეს
მთავრობის სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) ფორმატში მომზადებული ტექნიკური რეგლამენტი მიიღეს
13:45 21.05.2020
მთავრობის სხდომაზე განიხილეს და მიიღეს ელექტრო და ელექტორონული მოწყობილობების, ზეთების, საბურავების, ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის ტექნიკური რეგლამენტები, რომლებიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) ფორმატში მომზადდა. თითოეული ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც მგვ-ს შესრულებასთან დაკავშირებულ კონკრეტულ წესებსა და მოთხოვნებს მოიცავს, მთავრობის სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა წარადგინა.

„ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის დანერგვა ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. 2015 წლიდან ძალაშია „ნარჩენებისმართვისკოდექსი", რომელიც ევროკავშირთან თანამშრომლობით შემუშავდა. კოდექსი ითვალისწინებს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) პრინციპის დანერგვას, რომლის თანახმად, გარკვეული პროდუქციის მწარმოებლები და იმპორტიორები პასუხისმგებელნი არიან იმ ნარჩენების მართვაზე, რომლებიც წარმოიქმნება მათი პროდუქციის გამოყენების შემდეგ”, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მგვ-ის ერთ-ერთი მთავარი მიზანია იმ ფინანსური რესურსების მობილიზება, რომლებიც საჭიროა ნარჩენების ხელახალი გამოყენების, სეპარირებული შეგროვების, რეციკლირების ან სხვაგვარად დამუშავების უზრუნველსაყოფად და ეფუძნება პრინციპს „დამბინძურებელი იხდის”. მგვ ხელს უწყობს ნარჩენების სექტორის ინფრასტრუქტურაში კერძო ინვესტიციების მოზიდვას, ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნას და პირდაპირ კავშირშია როგორც ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებასთან, ასევე, მწვანე და ცირკულარული ეკონომიკის განვითარებასთან.

ტექნიკური რეგლამენტები შემუშავებულია ევროკავშირის, USID, SIDA, UNDP, დახმარებით, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობით; გაზიარებულია შვედეთის, გერმანიის, ავსტრიის, საბერძნეთის, ბულგარეთის და სხვა ქვეყნების გამოცდილება. პროცესში აქტიურად იყო ჩართული ყველა დაინტერესებული მხარე, მათ შორის, ის კომპანიები ვიზედაც უშუალოდ ვრცელდება მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება.

უკვე შემუშავებულია და დაინტერესებულ მხარეებთან თანხმდება „შეფუთვის ნარჩენებისა“ და „ხმარებიდან ამოღებული სატრანსპორტო საშუალებების“ შესახებ ტექნიკური რეგლამენტების პროექტებიც.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა