logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
დისტანციური სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით საქართველოს განათლების, სამინისტრო მნიშვნელოვან პროექტebს ახორციელებს
დისტანციური სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით საქართველოს განათლების, სამინისტრო მნიშვნელოვან პროექტebს ახორციელებს
19:18 15.05.2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდისტანციური სწავლების ხარისხის ამაღლებისმიზნით არაერთ მნიშვნელოვან პროექტზე აგრძელებს მუშაობას. ამ მიმართულებით მიმდინარე პროექტებზე მინისტრმა მიხეილ ჩხენკლმა ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას ისაუბრა.

მიხეილ ჩხენკელი: „სექტემბერში, ახალი სასწავლო წლის დაწყებისთანავე, ფუნქციონირებას იწყებს და აქტიურ აკადემიურ ცხოვრებაში ჩაერთვება ჩვენი საგანმანათლებლო სივრცის მთავარი მეგა-პროექტი - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. იგი პირველ ნაკადს მიიღებს 3 სპეციალობაზე, სამომავლოდ სპეციალობათა რაოდენობა გაიზრდება.

როგორც საზოგადოებას მოეხსენება, ეს პროექტი და უნივერსიტეტის იდეა ეკუთვნის ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დასაარსებლად ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა 1 მილიარდი ევროს ქველმოქმედება განახორციელა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი იქნება ჭეშმარიტად ევროპული, მსოფლიო დონის უნივერსიტეტი და მთელი ჩვენი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემას გადაიყვანს თვისობრივად ახალ, მაღალ ეტაპზე.“
მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე, ონალინ სწავლების უკეთ წარმართვისთვის სამინისტროს მხარდაჭერით, ქართულ ენაზე ითარგმნება Microsoft Teams. ონლაინ-გაკვეთილებზე მოსწავლის დასწრებისა და შეფასების მიზნით, ხორციელდება ელექტრონული ჟურნალის პროგრამა Teams-ში ინტეგრირება. სკოლებში მიმდინარეობს “Minecraft Education Edition”-ის საპილოტე პროგრამის დანერგვა.

მიხეილ ჩხენკელი: „გუშინ მქონდა ონლაინ საუბარი Microsoft-ის განათლების მიმართულების ვიცეპრეზიდენტთან ენტონი სალსიტოსთან. მინდა გითხრათ, რომ ისინი მჭიდროდ თანამშრომლობენ ჩვენთან. იგეგმება Microsoft-ის ლოკალიზება, ანუ ქართულ ენაზე თარგმნა. ასევე ითარგმნება პროგრამა Microsoft TEAMS. რაც შეეხება “Minecraft Education Edition”-ს, მისი დანერგვა პანდემიამდეც გვქონდა დაგეგმილი. პანდემიის პერიოდში ამან დამატებითი განზომილება შეიძინა. ეს გახლავთ უნიკალური Microsoft-ის პროდუქტი, რომელიც საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, თამაშის პროცესში შეიძინონ ცოდნა, განათლება და განივითარონ შემოქმედებითი აზროვნება. ეს 21-ე საუკუნის პედაგოგიკაში მნიშვნეელოვანი მიმართულებაა.“

სამინისტრომ სხვადასხვა გამომცემლობასთან თანამშრომლობით უზრუნველყო გრიფირებულ ელექტრონულ სახელმძღვანელოებზე წვდომა როგორც ქართული, ასევე არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისთვის და ამ მიმართულებით მუშაობა კვლავ გრძელდება.
აქტიურად მიმდინარეობს ელექტრონული მეთოდოლოგიის განვითარება და სასწავლო პროცესში ინტეგრირება.

სხვადასხვა საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით მიმდინარებს კომპლექსური ციფრული დავალებების ბანკის შექმნა, რაც საჯაროდ გამოქვეყნდება პორტალზე EL.GE.

პანდემიის პირობებში ასევე გათვალისწინებულია სსსმ მოსწავლეების მშობელთა ინტერესები, რაც გამოიხატება სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის მხრიდან (48 ფსიქოლოგი და 1 500-მდე სპეციალური მასწავლებელი) დისტანციური სწავლების ხელშეწყობაში.

გარდა ამისა, ბენეფიციარებს დისტანციურად ემსახურება საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი. მოქმედებს ცენტრის 24-საათიანი ცხელი ხაზი და Skype-ის ანგარიში. ფსიქოლოგის მომსახურების მიღება შეუძლიათ მოსწავლეებს, მათ მშობლებს, პედაგოგებს და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა