logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
მიხეილ ჩხენკელი: ჩვენ სწრაფი ტემპით შევძლებთ სტუდენტების მომზადებას იმ სამუშაოებისთვის, რომლებიც გაჩნდება ჩვენი დასაქმების ბაზარზე
მიხეილ ჩხენკელი: ჩვენ სწრაფი ტემპით შევძლებთ სტუდენტების მომზადებას იმ სამუშაოებისთვის, რომლებიც გაჩნდება ჩვენი დასაქმების ბაზარზე
18:10 15.05.2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, პრემიერ-მინისტრის დავალებით, კორონავირუსის პანდემიის ფონზე განათლების სფეროს ყველა მიმართულებით ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა.

პრეზენტაციის ფარგლებში, მინისტრმა პროფესიული განათლების მიმართულებით სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

მიხეილ ჩხენკელი: „მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ ჩვენ განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებთ მომზადება-გადამზადების პროგრამებზე, რომლებიც ორიენტირებულია დასაქმებაზე. ჩვენ სწრაფი ტემპით შევძლებთ სტუდენტების მომზადებას იმ სამუშაოებისთვის, რომლებიც გაჩნდება ჩვენი დასაქმების ბაზარზე.“

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციით, კორონავირუსის პანდემიის ფონზე, პროფესიული კოლეჯების ადმინისტრაცია მყისიერად გადავიდა ნაწილობრივ დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე. მარტი-აპრილის თვეებში განხორციელდა მომზადება-გადამზადების პროგრამების ერთი ნაწილის (IT, პროგრამირების ენების, ბუღალტერია, სასტუმროს მარკეტინგი/გაყიდვები) მორგება დისტანციური სწავლების ფორმატზე.

კოლეჯების ადმინისტრაციები დისტანციურად ემზადებიან საშემოდგომო მიღებისთვის, ამუშავებენ პროგრამებს და გადიან ონლაინ ავტორიზაციას ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ საგანგებოდ შექმნილი მექანიზმის მეშვეობით.

პროფესიულ სასწავლებლებში გრძელვადიან პროგრამებზე მიღება 20 მაისიდან, ხოლო სწავლა 12 ოქტომბრიდან დაიწყება. პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის მაქსიმალურად გაზრდისთვის სამინისტრო უზრუნველყოფს ჩარიცხვის წესის ცვლილებას ახალგაზრდებისა და მოწყვლადი ჯგუფების გათვალისინებით. იგეგმება 8700-მდე ადგილის შეთავაზება. იმ პროგრამებზე, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის გამო დროებით შეჩერდა, სწავლა აღდგება შემსუბუქების გეგმით გათვალისწინებულ IV ეტაპზე.

მომზადება-გადამზადების მოკლევადიან პროგრამაზე ამჟამად 137 პროგრამა და 2500 ადგილია ავტორიზებული.

სამინისტრომ ასევე ჩამოაყალიბა17 დარგობრივი ქსელი, ონლაინ პლატფორმები, სადაც ერთი პროფესიის მასწავლებლები გაერთიანდნენ (მაგ. სოფლის მეურნეობის ქსელი, ტურიზმის ქსელი, სამშენებლო პროფესიათა ქსელი და ა.შ.). მათ მიერ მიმდინარეობს პროგრამების იმ კომპონენტების ანალიზი, რომელთა მიწოდება დისტანციურ რეჟიმშია შესაძლებელი. აღნიშნულის პილოტირება პირველი ივნისიდან დაიწყება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა