logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
საერთაშორისო პარტნიორების შეფასება: პანდემიის პერიოდში განათლების სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები საქართველომ წარმატებით დაძლია
საერთაშორისო პარტნიორების შეფასება: პანდემიის პერიოდში განათლების სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები საქართველომ წარმატებით დაძლია
15:12 15.05.2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ COVID-19-ის კრიზისის პირობებში დისტანციური სწავლების ხელშეწყობის მიზნით გატარებულ ღონისძიებებს მაღალი შეაფასება მისცეს კორპორაცია Microsoft-მა და ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციამ(OECD).

კორპორაცია Microsoft-ის განათლების მიმართულების ვიცე-პრეზიდენტის, ენტონი სალსიტოსთქმით, საქართველოს განათლების სამინისტრომ ონლაინ-განათლებაზე გადასვლა კარგი შედეგებით მოახერხა.

ენტონი სალსიტო: „კრიზისმა კიდევ ერთხელ დაგვანახა როგორ ეფექტიანად იყენებს საქართველო ციფრული სწავლების ინსტრუმენტებს. მინისტრი ჩხენკელის სტრატეგია კრიზისის ჟამს განსაკუთრებით მომწონს, რადგან მრავლისმომცველია. მაგალითად, საზოგადოებრივი არხის გამოყენება, რომ განათლება შორეულ რაიონებშიც ხელმისაწვდომი იყოს. სამინისტრო სწორ აქცენტს აკეთებს მოსწავლეთა უნარების განვითარებაზე, იმისთვის რომ მათ საკუთარი თავი იპოვონ 21-ე საუკუნის გამოწვევების წინაშე. კორპორაცია Microsoft-ი ყოველთვის მოხარული იქნება დაეხმაროს სამინისტროს.“

ენტონი სალსიტოს განცხადებით, კორპორაცია განაგრძობს თანამშრომლობას სამინისტროსთან და მასთან ერთად ბევრი სხვა პროექტის განხორციელება სურს. Microsoft-ის განათლების მიმართულების ვიცე-პრეზიდენტის თქმით, OECD-მა საქართველო აღიარა, როგორც წამყვანი ქვეყანა დისტანციური სწავლების მიმართულებით. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია სხვა ქვეყნებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, უფრო მეტი გაიგონ საქართველოს მიდგომებისა და განვლილი გზის შესახებ.

OECD-ის განათლების დირექტორატის ხელმძღვანელმა ანდრეას შლაიხერმა კი საქართველო და ფინეთი დისტანციური სწავლების წარმატებით დანერგვის თვალსაზრისით ლიდერ ქვეყნებად დაასახელა. მან საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ COVID-19-ის კრიზისის პერიოდში დისტანციური სწავლების გაძლიერების მიმართულებით განხორციელებული პროექტები საუკეთესო ნიმუშად შეაფასა.

ანდრეას შლაიხერი: „საქართველო ნამდვილად შთამბეჭდავი მაგალითია დისტანციური სწავლების დანერგვის თვალსაზრისით. იგი შესანიშნავი ნიმუშია მრავალი სხვა ქვეყნისთვის. საქართველო ის ქვეყანაა, სადაც საჯარო პოლიტიკა ყოველთვის წინ უსწრებს პანდემიას. მან ძალიან სწრაფად მოახდინა კრიზისზე რეაგირება“.
ანდრეას შლაიხერის შეფასებით, სამინისტრომ მყისიერად შეძლო მასწავლებლებისა და განათლებაში ჩართული ყველა პირის მობილიზება, რამაც სასწავლო პროცესის უწყვეტობა და მოსწავლეებისა და მასწავლებლების ჯანმრთელობის დაცვა განაპირობა. სამინისტრომ მოახერხა ისიც, რომ განათლება ხელმისაწვდომი გახადა საქართველოს ყველა რეგიონის მოსწავლეებისთვის. მან გონივრული არჩევანი უწოდა სამინისტროს მიერ ელექტრონულ სწავლებაში დანერგილ ტექნოლოგიებსა და ტელევიზიის რესურსის გამოყენებას, რამაც განათლების წვდომის არეალი გააფართოვა. მისი შეფასებით, სწორედ ტექნოლოგიურმა მრავალფეროვნებამ განსაზღვრა თითოეული მოსწავლის აკადემიური მიღწევები.
ანდრეას შლაიხერმა აღნიშნა, რომ დისტანციური სწავლების წარმართვის პროცესში ქართველმა მასწავლებლებმა მაღალი პროფესიონალიზმი გამოავლინეს და ეს დიდი ინვესტიციაა არა მარტო კრიზისის დროს, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში. OECD-ის განათლების დირექტორატის ხელმძღვანელის შეფასებით, წარმატების მნიშვნელოვან ელემენტებს შორის დიდი ადგილი უჭირავს სამინისტროს მხრიდან საზოგადოებასთან რეგულარულ და სწორ კომუნიკაციას.
მისივე თქმით, საქართველო ტექნოლოგიების გამოყენებით მომავალში კონსტრუქციული სისტემის შემუშავებას აპირებს, რათა სასწავლო პროცესი უფრო სახალისო და კოლაბორაციული გახადოს. შედეგად, განათლების სისტემა უფრო ეფექტიანი იქნება, სადაც მოსწავლეები და მასწავლებლები ცოდნის უკეთესად მიღებასა და გაცემას შეძლებენ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა კორპორაცია Microsoft-ის მიერ ორგანიზებულ ვირტუალური განათლების ტრანსფორმაციის პირველ სამიტში მიიღო მონაწილეობა, სადაც UNESCO-ის, OECD-ის წარმომადგენლებსა და განათლების სექტორში მოღვაწე 300-ზე მეტ ლიდერს COVID-19-ის პანდემიის ფონზე საქართველოს განათლების სისტემის წინაშე არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები გააცნო.
აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციამ (OECD) 2020 წლის ანგარიშში, რომელიც COVID-19-ის პანდემიით განათლების სფეროში შექმნილი გამოწვევების დასაძლევად გამოაქვეყნა, 98 ქვეყანას შორის საქართველოს მთავრობის მიერ განათლების მიღების უწყვეტი პროცესის უზრუნველსაყოფად გადადგმული ნაბიჯები ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად შეაფასა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა