logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
მიხეილ ჩხენკელი: კრიზისულ სიტუაციაში დაიბადა „ტელესკოლის“ იდეა და უმოკლეს დროში მოხდა რესურსის მობილიზაცია
მიხეილ ჩხენკელი: კრიზისულ სიტუაციაში დაიბადა „ტელესკოლის“ იდეა და უმოკლეს დროში მოხდა რესურსის მობილიზაცია
15:08 15.05.2020
მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განათლების სფეროს ყველა მიმართულებით ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა. პრეზენტაციის ფარგლებში, მინისტრმა საზოგადოებას სამინისტროს მიერ კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში ზოგადი, უმაღლესი და პროფესიული განათლების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე, არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის კონკრეტულ გზებზე ისაუბრა.

პრეზენტაციაზე დეტალურად იქნა განხილული სამინისტროს ყველა ინიციატივა, განხორციელებული, მიმდინარე თუ დაგეგმილი პროექტი ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებით.

მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა დისტანციური სწავლების უმნიშვნელოვანეს პროექტზე „ტელესკოლა“, რომელსაც სამინისტრო საქართველოს პირველ არხთან ერთად, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის ჩართულობით, თვეზე მეტია ახორციელებს.

მიხეილ ჩხენკელი: „განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო პროექტი „ტელესკოლა“. ეს გახლავთ მართლაც უნიკალური პროექტი, რომელიც პირველ არხთან ერთად განხორციელდა. პროექტის ფარგლებში შეიქმნა ახალი არხი – „პირველი არხი განათლება“, რომელიც, რა თქმა უნდა, გააგრძელებს მაუწყებლობას. მოგეხსენებათ, ყველა კრიზისული სიტუაცია ბადებს შესაძლებლობებს. სწორედ ასეთ კრიზისულ სიტუაციაში დაიბადა „ტელესკოლის“ იდეა და უმოკლეს დროში მოხდა რესურსის მობილიზაცია. შედეგად კი მივიღეთ უნიკალური პროექტი, რომელსაც ძალიან პოზიტიური გამოხმაურება აქვს საზოგადოებაში. იგი გასცდა სკოლის ფარგლებს და მას თვალს ადევნებენ მოსწავლეების ოჯახის წევრებიც.

მადლობა მინდა გადავუხადო პირველი არხის თანამშრომლებს, რომლების 24 საათის განმავლობაში მუშაობდნენ პროექტის განხორციელებისათვის, ასევე არხის ხელმძღვანელობასაც. განსაკუთრებული მადლობა ვასილ მაღლაფერიძეს, არა მხოლოდ როგორც ხელმძღვანელს, არამედ როგორც „ტელესკოლის“ ერთ-ერთ საუკეთესო მასწავლებელს.“

მინისტრის განცხადებით, პროექტი მთელი საქართველოს მასშტაბით წარმატებით ხორციელდება და ის შეუცვლელი საშუალებაა მოსახლეობის/მოსწავლეთა იმ ნაწილისთვის, ვისაც ინტერნეტსა და ონლაინ სწავლებაზე ხელი არ მიუწვდება. პროექტი ნებისმიერ მოსწავლეს საშუალებას აძლევს, ნახოს ეროვნული სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული, საინტერესო გაკვეთილები ნებისმიერ საგანში.

საეთერო ბადე - გაკვეთილების ცხრილი მოიცავს ყველა საფეხურის საგანს. ტელე-გაკვეთილებს სხვადასხვა საგნის გამოცდილი პედაგოგები ატარებენ. ამასთან, გაკვეთილების დაგეგმვისას სპეციალური პედაგოგებისა და ფსიქოლოგების რეკომენდაციების საფუძველზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ინტერესები მაქსიმალურად არის გათვალისწინებული - ყველა ტელე-გაკვეთილის თარგმნას ჟესტური ენის თარჯიმანი უზრუნველყოფს.

პროექტს 13 აპრილიდან ეთნიკური უმცირესობებისთვისსომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე მათემატიკის, ბუნების, ბიოლოგიის, ასევე სომხურისა და აზერბაიჯანულის, როგორც მშობლიური ენების, ტელე-გაკვეთილები დაემატა.

„ტელესკოლა“ აბიტურიენტის საათის ჩატარებასაც ითვალისწინებს, სადაც სპეციალისტები აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდებისთვის უწევენ კონსულტაციას.

პროექტში ჩართულები არიან მასწავლებლები როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორიდან. სატელევიზიო გადაღებების პროცესს უზრუნველყოფს საქართველოს პირველი არხის შემოქმედებითი ჯგუფი.

პროექტი „ტელესკოლა“, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, გრძელვადიანი იქნება და კორონავირუსის საფრთხის დაძლევის შემდეგაც გაგრძელდება. ახალი პროექტისთვის გამოყენებულია საქართველოს პირველი არხის სხვადასხვა პლატფორმაზე – ვებპორტალი 1tv.ge, საქართველოს პირველი არხის Youtube და Facebook გვერდები. პროექტის პოპულარობა დღითიდღე იზრდება, ერთი თვის მონაცემების მიხედვით, „ტელესკოლის“ გაკვეთილები 1TV.GE-ზე მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა.

პროექტის ფარგლებში საქართველოს მეორე არხი საგანმანათლებლო პლატფორმად „პირველი არხი – განათლება“ გადაკეთდა. სამომავლოდ არხი მსოფლიოს საუკეთესო საგანმანათლებლო პროგრამების თარგმნასა და პროექტის ფარგლებში ჩვენებას უზრუნველყოფს.

როგორც ცნობილია, კორონავირუსის პრევენციის მიზნით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობისთვის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაევალა მაქსიმალურად გაეზარდა დისტანციურ სწავლებაზე ხელმისაწვდომობა. სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი პროექტი „ტელესკოლა“ სწორედ ამ ამოცანების შესრულებას ემსახურება.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა