logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარია: აკადემიური წელი არ გამოცხადდება, მე-12 კლასელები სასწავლო წელს დაასრულებენ 20 მაისს, პირველკლასელები 27 მაისს, დანარჩენი მოსწავლეები კი 15 ივნისს
გიორგი გახარია: აკადემიური წელი არ გამოცხადდება, მე-12 კლასელები სასწავლო წელს დაასრულებენ 20 მაისს, პირველკლასელები 27 მაისს, დანარჩენი მოსწავლეები კი 15 ივნისს
14:38 15.05.2020
დღეს ჩვენი საუბრის და განხილვის თემა გახლავთ ანტიკრიზისული გეგმა და პროგრამა განათლების სფეროში. მოგეხსენებათ, საზოგადოებას უკვე წარვუდგინეთ ანტიკრიზისული გეგმა, როგორც ტურიზმის, ისე სოფლის მეურნეობის მიმართულებით და განვაცხადეთ ჩვენი პრიორიტეტები. მიუხედავად ჩვენი გეგმებისა ჩვენთვის, საზოგადოებისთვის, ყველაზე დიდი გამოწვევა გახლავთ Covid-19. დღეის მდგომაროებით, ბოლო 24 საათში ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა 19 ადამიანით. ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ გლობალური პანდემია არ არის ერთი და ორი დღის გამოწვევა, ესაა გამოწვევა, რომელთან ერთად ცხოვრებაც ჩვენ მოგვიწევს, როგორც მინიმუმ, თვეები. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ეხება განათლების სფეროსაც. ჩვენ განათლებაში ძალზედ ადრე მივიღეთ აუცილებელი ნაბიჯები იმისთვის, რომ შეგვემცირებინა ინფიცირებულების რაოდენობა და 4 მარტიდან სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყდა. ეს იყო კრიტიკულად მნიშვნელოვანი არა მხოლოდ განათლების სფეროში ინფიცირების შესამცირებლად, არამედ მთლიანად საზოგადოებაში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განათლების ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამის შემდგომ განათლების სისტემამ შეძლო ძალიან სწრაფად მობილიზება და დისტანციური ონლაინ გაკვეთილების დანერგვა.

„ამან შედეგი გამოიღო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში გვყავს ადამიანები რომელთაც არ აქვთ მარტივი წვდომა ინტერნეტთან განათლების სამინისტრომ ეს პრობლემაც მოაგვარა და საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად შექმნა ისეთი ფორმატი, როგორიცაა -„ტელესკოლა“, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში გახდა პოპულარული, მან საერთაშორისო აღიარებაც მოიპობა. ესაა ფორმატი, რომელიც ეთნიკური უმცირესობების ენებზეც მაუწყებლობს და საქართველოში თითოეულ მოსწავლეს აძლევს საშუალებას, არ ჩაუვარდეს სასწავლო წელი. ამ ნაბიჯების შედეგია ის, რომ საქართველოში 2019-2010 წლები აკადემიურ წლად არ გამოცხადდება. ჩვენთან სასწავლო წელი დისტანციურად, ონლაინ „ტელესკოლის“ საშუალებით ჩატარდა ჩვეულებრივად, ნორმალურ რეჟიმში და მე-12 კლასელები სასწავლო წელს დაასრულებენ 20 მაისს, პირველკლასელები 27 მაისს, დანარჩენი მოსწავლეები კი 15 ივნისს. ეროვნული გამოცდები ჩატარდება ჩვეულ რეჟიმში და მათი თარიღი გამოცხადდება ივნისში,“- აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი გახარიას განცხადებით, ამ მიღწევამ განათლების სისტემაში შედეგი უკვე აჩვენა, თუმცა ეს იყო პირველი რეაგირება განათლების კრიზისზე. პრემიერ-მინისტრის თქმით, განათლების სისტემის რეფორმა რჩება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტად, რომელიც წარმატებით უნდა დასრულდეს.

„ესაა ის მიღწევა, რომელიც განათლების სისტემამ როგორც შედეგი უკვე აჩვენა, თუმცა ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პირველი რეაგირება და რეაქცია განთლების კრიზისზე, ეს იყო ჩვენი განათლების ანტიკრიზისული ქმედებები. მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობისთვის ბოლო წლებში განათლება არის N 1 პრიორიტეტი. განათლების სისტემის სისტემური რეფორმა, რომელიც დაიწყო გრძელდება და ჩვენი ამოცანაა, რომ, მიუხედავად გლობალური პანდემიისა, ამ რეფორმას არაფერი დაემუქროს და გაგრძელდეს. ის შეიძენს ახალ, დამატებით აქცენტებს, რომელიც იქნება უფრო დისტანციურ სწავლებებსა და სწავლების სხვადასხვა ფორმებზე ორიენტირებული, მაგრამ განათლების სისტემის რეფორმა რჩება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტად. ჯერჯერობით, ზუსტად არავინ იცის პოსტ-პანდემიური მსოფლიო როგორი იქნება, მაგრამ ცხადია, რომ გლობალური კონკურენცია იქნება უფრო მძაფრი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ახალგაზრდები, ბავშვები, სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები იყვნენ მზად, შესაბამისი ადგილი დაიკავონ გლობალურ კონკურენციაში, ესაა ჩვენი მომავალი და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ რესურსი, როგორც ადამიანური, ისე ფინანსური დღეს სრულად უნდა იყოს მობილიზებული იმისთვის, რომ განათლების სისტემური რეფორმა იყოს დასრულებული წარმატებით,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა