logo2
logo2
logo2
არქივი
« მაისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
რომან კაკულია: დახმარებების კუთხით ხელისუფლება შეეცადა ყველა სოციალურ ჯგუფს შეხებოდა
რომან კაკულია: დახმარებების კუთხით ხელისუფლება შეეცადა ყველა სოციალურ ჯგუფს შეხებოდა
21:00 14.05.2020
„ანტიკრიზისულ გეგმის საბოლოო შეფასება ყველაზე უპრიანი მაშინ იქნება, როცა ბიუჯეტს ვნახავთ“, -განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ ტვ „იმედის“ ეთერში.

მისი თქმით, ბიუჯეტის შეფასებისას მნიშვნელოვანია განისაზღვროს, რა მოიკლო და შეიმცირა მთავრობამ საკუთარ თავზე დამატებითი თანხების გამოსაყოფად; რომელი პროგრამები მიიჩნია არარელევანტურად პანდემიის პირობებში და რა თანხები მოიზიდა.

„თანხა ბევრია თუ ცოტა, უნდა განისაზღვროს მაშინ, როცა დარწმუნდები, რომ მთავრობის გადაწყვეტილება რელევანტურია საკუთარი ხარჯებისა და პროგრამების შემცირებასთან დაკავშირებით და მოზიდულ თანხებთან მიმართებაში. ამ თანხას მთლიანობაში რომ დაინახავ, ამის მერე შეიძლება საუბარი, მაგალითად, თვითდასაქმებულებზე 300 ლარი ბევრია თუ ცოტა“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

მისი თქმით, დახმარებების კუთხით ხელისუფლება შეეცადა შეხებოდა ყველა სოციალურ ჯგუფს.

„აქ მთავარი კრიტერიუმი იყო, რამდენად ყოვლისმომცველი იყო შემხებლობა. თუ სოციალური დახმატების პაკეტს გადავხედავთ, ის, რაც ყველას ეხებოდა, იყო კომუნალურ გადასახადებთან არსებული გადახდები და 3 თვით ვალდებულებების გადავადება. ხელისუფლებამ შესაძლებლობის ფარგლებში დახმარებები შესთავაზა, მათ, ვინც სამსახური დაკარგა. მან გარკვეული პრინციპებით იდენტიფიცირება მოახდინა თვითდასაქმებული პირების და მათთვის თანხა გამოყო. სოციალური პაკეტში ქულების რაოდენობა გაზარდა და ,შესაბამისად, გამოყო თანხა მათთვის, ვინც ამ ქულების რაოდენობაში 600-დან 1000-მდე გახლდათ. ხელისუფლებამ დახმარება შესთავაზა მათ, ვისაც 16 წლამდე ასაკის 3 შვილი ჰყავდა და, ასევე, ვისაც განსაკუთრებული შშმ პირები ჰყავდა ოჯახში. თუ ასე დასვამ შეკითხვას: საკმარისია თუ არა? რა თქმა უნდა, ეს საკმარისი თანხები არ არის, მაგრამ ობიქტური ადამიანი დასვამს კითხვას, თუ რამდენად გაიღო მთავრობამ ის თანხა, რომლის გაღების უფლებაც მას ჰქონდა. მთავარია, დაინახო ერთიანი სურათი სხვადასხვა სეგმენტით და რაციონალურად გაიაზრო პაკეტის მთელი მოცულობა, მაგრამ ჩვენთან ოპონირება არ არსებობს და, ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ოპონირების პროცესი გადასულია მტრობაში“, - განაცხადა რომან კაკულიამ.​


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა