logo2
logo2
logo2
არქივი
« მაისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი: მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება ისტორიული რეფორმაა და საკანონმდებლო პაკეტს უახლოეს მთავრობის სხდომაზე გავიტანთ
ლევან დავითაშვილი: მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება ისტორიული რეფორმაა და საკანონმდებლო პაკეტს უახლოეს მთავრობის სხდომაზე გავიტანთ
18:23 14.05.2020
„მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმაა გარემოს დაცვისა და ნარჩენების მართვის თვალსაზრისით, თუმცა, არანაკლები მნიშვნელობა აქვს მას ბიზნესის განვითარებისა და ეკონომიკის თვალსაზრისითაც-ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, როცა ვსაუბრობთ მწვანე და მდგრად ეკონომიკურ განვითარებაზე, ის თავის თავში მოიცავს ცირკულარული ეკონომიკის ელემენტებს და მისი სტიმულირების ყველაზე მსხვილი პაკეტია წარმოების გაფართოებული ვალდებულების შემოღება, ანუ ის პოლიტიკა, რომელიც ქვეყანამ აირჩია, საკანონმდებლო დონეზე მიიღო გადაწყვეტილებები და ახლა კანონქვემდებარე აქტებზე მიდგა ჯერი.

"შეთანხმების პროცესი, ფაქტობრივად, დასრულებულია. საკანონმდებლო ინიციატივებს წინ უსწრებდა ინტენსიური მოლაპარაკებები ბიზნესთან. გათვალისწინებულია ბიზნესის წარმომადგენლების მოსაზრებები. ეს რთული და, მე ვიტყოდი, ისტორიული რეფორმა, ძალიან ახლოს არის განხორციელებასთან. იცით, რომ მთავრობა უკვე დაუბრუნდა ჩვეულ სამუშაო რეჟიმს და პაკეტს მთავრობის უახლოეს სხდომაზე გამოვიტანთ. ის უკვე შეთანხმებულია სამინისტროებთან. ძირითადი მიმართულებები უკავშირდება 4 პროდუქტს. ჩვენ უახლეს მომავალში გვექნება მიღებული მთავრობის დადგენილება. რაც შეეხება მასალებს, რომლებიც ყველაზე უფრო სპეციფიკური და რთული საკითხია, ამაზე დასრულდება კონსულტაცია, მათ შორის, მუნიციპალიტეტებთან, რადგან მათი როლის დაბალანსება არის გასათვალისწინებელი. იცით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა უკავშირდება ე.წ. სადეპოზიტო სისტემას; თანამედროვე სისტემას, რომელიც ყველაზე წარმატებულია ევროპის ქვეყნებში და მთელ მსოფლიოში და გულისხმობს კონკრეტულად მწარმოებლების მხრიდან ამა თუ იმ პლასტიკის შესაფუთი მასალის ჩაბარების ვალდებულებას. ეს ბოთლებს ეხება, მაგრამ ზოგადად, შესაფუთი მასალები ძალიან დიდ ნარჩენებს წარმოქნის და დიდ სანედლეულო წყაროს წარმოადენს ზოგადად ბიზნესისთვის და გადამუშავებისთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ ბიზნესის წარმომადგენლების მხრიდან არის დიდი ინტერესი. პანდემიის გამო გეგმებმა ცოტა გადაიწია, თუმცა დღის წესრიგში რჩება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა