logo2
logo2
logo2
არქივი
« მაისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი: ჩვენ შემოგვაქვს კატეგორია ფერმერი, რომელიც საკანონმდებლო სივრცეში არ ჩანდა
ლევან დავითაშვილი: ჩვენ შემოგვაქვს კატეგორია ფერმერი, რომელიც საკანონმდებლო სივრცეში არ ჩანდა
18:13 14.05.2020
„ჩვენ შემოგვაქვს კატეგორია ფერმერი, ახალი კატეგორია, რომელიც არც საკანონმდებლო სივრცეში ჩანდა. ჩვენ რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ ფერმერთა რეესტრის წარმოება და ფერმერი განისაზღვრა როგორც ადამიანი, რომელიც რეალიზაციის მიზნით აწარმოებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს. ეს არის მნიშვნელოვანი პროფესიული ელემენტის გაჩენა ამ კატეგორიაში"-ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

"ადამიანები, რომლებიც სოფლად ცხოვრობენ, ხდებიან ფერმერები. ისინი არ არიან გლეხები და არ არიან სოციალური ბენეფიტის მიმღები კატეგორია, ანუ სოციალური დახმარების სუბიექტი, რომელიც, რა თქმა უნდა, ჩვენ კიდე გვრჩება. ჩვენი მოსახლეობის საკმაოდ დიდი რაოდენობა სოციალური დახმარების მიმღებია და ალბათ რამდენიმე წელი ეს იქნება, იმიტომ, რომ ჩვენს ხელისუფლებას აქვს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა.

ჩვენ ვაყალიბებთ პროფესიონალ კატეგორიას. ეს ადამიანები ფლობენ მიწას ლეგალურად, ეს არის რეგისტრირებული, ისინი არიან სახელმწიფოსთან კომუნიკაციაში, ხდებიან ფერმერთა რეესტრის ნაწილი და ეს არის წინაპირობა, რომ ისინი იღებენ გარკვეულ შეღავათებს.

ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ქვეყანას, სადაც სოფლის მეურნეობის ასეთი პირდაპირი სუბსიდია არ ხორციელდება.

ევროკავშირის ყველა ქვეყანაში არის 1 ჰა-ზე კონკრეტული შეღავათი, თუ ფერმერი ასრულებს ამ პირობებს. ასეთივე პირობებია ევროკავშირში მოთხოვნილი და ფერმერთა რეგისტრაციის ის სისტემა, რომელიც ჩვენთან დაინერგა, მათ შორის ელექტრონული პროგრამა, არის ევროკავშირთან შეთანხმებული და ევროკავშირში ადაპტირებული. ასე რომ, ეს არის გზა, თუმცა გრძელვადიანი პერსპექტივა წარმატებისკენ, რომ ჩვენ მეტი კეთილდღეობა გვქონდეს სოფლად და მეტად წარმატებული იყოს ჩვენი სოფლის მეურნეობა. არის აუცილებელი, ძალიან მნიშვნელოვანი, დროული და თანმიმდევრული ნაბიჯი ამ სიტუაციაში“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა