logo2
logo2
logo2
არქივი
« მაისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
შედარებითი ლიტერატურის მსოფლიო კონგრესს 2022 წელს თსუ უმასპინძლებს
შედარებითი ლიტერატურის მსოფლიო კონგრესს 2022 წელს თსუ უმასპინძლებს
15:01 14.05.2020
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი 2022 წელს შედარებითი ლიტერატურის მსოფლიო კონგრესს უმასპინძლებენ. ფორუმი, რომელიც მე-20 საუკუნის 60-იანი წლებიდან იღებს სათავეს, დღემდე არცერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში არ ჩატარებულა. პირველი კონგრესი 1955 წელს ვენეციაში (იტალია) გაიმართა, გასულ წელს კი მას მაკაუმ (ჩინეთი) უმასპინძლა.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, როდესაც თსუ-მ და ქართული ლიტერატურის ინსტიტუტმა პირველად განაცხადი გააკეთა, განწყობა ძალიან სკეპტიკური იყო. თუმცა, ყველაფერი დადებითად დასრულდა. „ჩვენ გავიმარჯვეთ, რაც არის ნამდვილად მოსალოცი ფაქტი ორი რამის გამო: ერთი, რომ სამეცნიერო კუთხით ეს ნამდვილად უნიკალური შანსია ნებისმიერი ქვეყნისთვის. მითუმეტეს, როცა პირველად ტარდება პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, ასეთ პატარა ქვეყანაში. მეორე - მსოფლიო კონგრესი, რომელსაც ესწრება მინიმუმ 2000 მონაწილე, არის მშვენიერი შესაძლებლობა ქვეყნის და ქვეყნის ლიტერატურის პოზიციონირებისთვის,“- განაცხადა რექტორმა.

2022 წლის კონგრესის თემაა "მსოფლიო ლიტერატურების გადააზრება: გლობალური და ლოკალური, ცენტრალური და მარგინალური მიმართულებები". კონგრესის ფორმატი ითვალისწინებს სხვადასხვა სახის ვორკშოპების და თემატური შეხვედრების ჩატარებას, მათ შორის, შეხვედრებს ქართველ ლიტერატორებთან და კრიტიკოსებთან, ქართველ მწერლებთან, ასევე ახალგაზრდა ქართველ ლიტერატორებთან. თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორის ირმა რატიანის თქმით, „კონგრესის თბილისში ჩატარება ნიშნავს იმას, რომ 2022 წელს ქართული ლიტერატურული წრეებისთვის შესაძლებელი გახდება ქართული მწერლობის წარდგინება, კვალიფიციური, პროფესიული წარდგინება მსოფლიო კრიტიკის წინაშე. ეს ნიშნავს იმას, რომ კონგრესის დასრულების შემდეგ ქართულ მწერლობაზე დაწერენ საუკეთესო, ყველა რეგალიების მქონე სამეცნიერო ჟურნალები და არამარტო სამეცნიერო ჟურნალები, სხვადასხვა გამოცემები.“ ირმა რატიანი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ 2022 წელს ამ კონგრესის ჩატარება მნიშვნელოვნად გაზრდის ქართული მწერლობის ინტერნაციონალიზაციის მასშტაბებს.
ღონისძიების უშუალო მონაწილე იქნება "შედარებითი ლიტერატურის ქართული ასოციაცია". ასოციაციის პრეზიდენტის გაგა ლომიძის განცხადებით, კონგრესის საქართველოში ჩატარების გადაწყვეტილებას საკმაოდ ხანგრძლივი მოლაპარაკებები უძღოდა წინ. მაღალი კონკურენციის მიუხედავად, მრავალ ქვეყანას შორის საქართველომ გაიმარჯვა.

მწერალი, პუბლიცისტი როსტომ ჩხეიძე მიიჩნევს, რომ შედარებითი ლიტერატურის მსოფლიო კონგრესი კიდევ ერთი წინგადადგმნული ნაბიჯი იქნება ქართული ლიტერატურის საერთაშორისო ცნობადობის ასამაღლებლად. „დღესდღეობით თუ რამე გვჭირდება, ეს არის დამკვიდრება დასავლურ სივრცეში. სივრცეებში ჩვენ თანაბარი ვართ დასავლეთთან, მის კულტურასთან, სახელმწიფოებთან, მაგრამ დაე, ეს იყოს თვალსაჩინო და ჩვენ ვიდგეთ არა დასავლეთის კართან, არამედ უშუალო მონაწილე გავხდეთ ამ პროცესებისა“- აღნიშნა როსტომ ჩხეიძემ.

20 მაისს კონგრესის ერთობლივად ჩატარების შესახებ ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელსაც თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე და შედარებითი ლიტერატურის საერთაშორისო ასოციაციის (ICLA) პრეზიდენტი შერმან უილკოქსი მოაწერენ ხელს.

კონგრესის თანაორგანიზატორები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა