პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება შედარებით დასტაბილურდა, თუმცა მსხვერპლი ისევ არის, რაც
იმას ნიშნავს, რომ საზოგადოების მხრიდან კვლავაც სიფთხილეა საჭირო. მისივე თქმით, დღეს გარდაცვლილი მეთორმეტე პაციენტი 81 წლის ქალი იყო.
ამის შესახებ გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
"ეპიდემიოლოგიური მდგოარეობა შედარებით დასტაბილურდა და კონტროლს ექვემდებარება. დღეს გარდაცვლილი პაციენტი 81 წლის ქალბატონია. ეს ფაქტი დასტურია იმისა, რომ ყველანაირი წარმატებული ბრძოლა ინფექციის წინააღმდეგ არ ნიშნავს, რომ ნაჩქარევი დასკვნები უნდა გავაკეთოთ. ეს დიდი ხნის პროცესია. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ვირუსი, როგორც ჩანს, ჩვენთან დიდხანს დარჩება"-განაცხადა გახარიამ.