logo2
logo2
logo2
არქივი
« მაისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
შენობა, რომელიც „მთავარმა არხმა“ ბიძინა ივანიშვილის ძმის საკუთრებად გაასაღა, სხვისი აღმოჩნდა - რა გაარკვია POSTV-მ
შენობა, რომელიც „მთავარმა არხმა“ ბიძინა ივანიშვილის ძმის საკუთრებად გაასაღა, სხვისი აღმოჩნდა - რა გაარკვია POSTV-მ
14:54 13.05.2020
მორიგი ფეიკ-ნიუსი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა „მთავარი არხის“ ეთერში - POSTV-იმ გაარკვია, რომ ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე მდებარე შენობა, სადაც რამდენიმე ხნის წინ მკვლელობა მოხდა, შპს - „ნიუ მონოპოლს“ ეკუთვნის და 4 მესაკუთრე ჰყავს, მათ შორის არ არის ალექსანდრე ივანიშვილი და არც მასთან დაკავშირებული პირი.

POSTV-ის სიუჟეტის თანახმად, ალექსანდრე ივანიშვილის კუთვნილი მიწის ნაკვეთებსა და შენობას შორის, სადაც დანაშაული მოხდა, მანძილი სულ მცირე 120 მეტრია.

„ისეთი გამოცდილი გამომძიებელი ჟურნალისტებისთვის, როგორებიც მთავარ არხში მუშაობენ, რთული არ უნდა ყოფილიყო საჯარო რეესტრში გაერკვიათ, შენობა რომელშიც მკვლელობა მოხდა, ეკუთვნოდა თუ არა ალექსანდრე ივანიშვილს. თუმცა ისინი ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებულ, ფეიკ ახალი ამბების სააგენტოს, პრესა.ჯი-ს მოძიებულ ინფორმაციებს დაეყრდნენ და კვლავ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა სცადეს“ - ამბობს POSTV-ის სიუჟეტის ავტორი.

სიუჟეტის თანახმად, პრესა.ჯიმ, დაახლოებით ერთი თვის წინ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ნათქვამია, რომ მოიპოვა ოფიციალური და გასაიდუმლოებული მონაცემები საჯარო რეესტრიდან, საიდანაც მიაკვლიეს ინფორმაციას, რომ ბიძინა ივანიშვილის ძმამ ალექსანდრე ივანიშვილმა აპრილის დასაწყისში თბილისში, კერძოდ, ალექსანდრე ყაზბეგის ქუჩაზე, 34 ნომრის მიმდებარედ, 2438 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირა.

POSTV -მ საჯარო რეესტრში გაარკვია, რომ ალექსანდრე ივანიშვილის სახელზე 2 მიწის ნაკვეთია რეგისტრირებული - ერთი - 2033 და მეორე - 425 კვადრატული მეტრი. დოკუმენტების თანახმად, ეს მიწის ნაკვეთები ალექსანდრე ივანიშვილმა გიგი უგულავას მერობის დროს შეიძინა, მათ შორის ერთ-ერთი საჯარო აუქციონზე.

„რაც შეეხება პრესა.ჯის ბრალდებას, ის რაც აპრილის დასაწყისში მოხდა, იყო ამ ორი, გვერდი-გვერდ მყოფი ნაკვეთის გაერთიანება და არა მიტაცება, ან ყიდვა. იმის გამო, რომ მკვლელობის ადგილს და ალექსანდრე ივანიშვილის ქონებას ერთი და იგივე მისამართი აქვთ - ალ. ყაზბეგის ქუჩა, „მთავარმა“ გადაწყვიტა დაყრდნობოდა პრესა.ჯი-ს ტყუილებს და საზოგადოებას კვლავ დამახინჯებული ინფორმაცია მიაწოდა. ალექსანდრე ივანიშვილის კუთვნილი მიწის ნაკვეთები და შენობა რომელშიც დანაშაული მოხდა, ერთმანეთისგან მოშორებით დგას. მათ შორის მანძილი სულ მცირე 120 მეტრია. ეს შენობა შპს - „ნიუ მონოპოლს“ ეკუთვნის და 4 მესაკუთრე ყავს, მათ შორის არცერთი არ არის ალექსანდრე ივანიშვილი და არც მასთან დაკავშორებული პირი“ - ამბობს სიუჟეტის ავტორი.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა