logo2
logo2
logo2
არქივი
« მაისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
„ახალგაზრდა ადვოკატები“ ბანკების მხრიდან საშეღავათო პერიოდის შედეგების პროაქტიულ გამოქვეყნებას ითხოვს
„ახალგაზრდა ადვოკატები“ ბანკების მხრიდან საშეღავათო პერიოდის შედეგების პროაქტიულ გამოქვეყნებას ითხოვს
14:45 13.05.2020
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოში ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებების მხრიდან Covid 19-ის გამო, ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ, საკრედიტო ვალდებულებებზე დაწესებული სამთვიანი საშეღავათო პერიოდის შედეგების პროაქტიულად გამოქვეყნებას მოითხოვს და აღნიშნავს, რომ მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, საჭიროა საზოგადოებისთვის და თემით დაინტერესებული სპეციალისტებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს ინფორმაცია, თუ რამდენმა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა მიიღო გადაწყვეტილება ესარგებლა საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან შეთავაზებული წინადადებით და რა პროცენტულ მაჩვენებელს შეადგენს სტატისტიკა თითოეული ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებებისთვის.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტ თამარ ციხიშვილის განცხადებით, გადავადდება თუ არა საბანკო საკრედიტო ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი ვალდებულებები, მნიშვნელოვნად დამოკიდებული იქნება იმ სოციალურ მაჩვენებლებზე, თუ რამდენი ფიზიკური და იურიდიული პირი გამოთქვამს ნებას ესარგებლა კომერციული ბანკების მხრიდან შემოთავაზებული პირობებით. ბუნებრივია, ქვეყანაში კვლავ მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა და სხვდასხვა სექტორი კვლავ სამუშაო რეჟიმში დაბრუნების პროცესშია. შესაბამისად, საკითხი განხილულ უნდა იქნეს სესხის გადამხდელის შესაძლებლობებსა და იმ ეკონომიკურ მაჩვენებლებს შორის, რომელსაც განახლებული სამუშაო პროცესი ქმნის. ამ თვალსაზრისით, კომერციულ ბანკებს მართებთ მომავალი გადაწყვეტილებები - საშეღავათო პერიოდის გაგრძელების ან მასზედ უარის პოზიცია, მყარი არგუმენტებით დაასაბუთონ, ეს კი შეუძლებელია სტატისტიკის გარეშე.

"თავის მხრივ, მნიშვნელოვანია ყურადღება დაეთმოს იმ საკითხს, არღვევს თუ არა მომხმარებელთა უფლებებს საფინანსო ინსტიტუტების მიერ წარმოდგენილი საშეღავათო პირობები. ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, ფინანსური ინსტიტუტების მიერ მომხმარებელთათვის შეთავაზებულ იქნა კონკრეტული საშეღავათო პირობები. უპირველეს ყოვლისა, აღნიშნულის მიზანს წარმოადგენს არსებული ფინანსური კრიზისის ფონზე გარკვეული ფინანსური ვალდებულებებისაგან მოქალაქეთა დროებითი განთავისუფლება. ეს ყოველვე გამოიხატება მომხმარებელთა მიერ ყოველთვიურად გადასახადი ფულადი ვალდებულების 3 თვის ოდენობით გადავადებაში.

ფინანსური ინსტიტუტების მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ საშეღავათო პროცესში ავტომატურად ერთვება ყველა ფიზიკური პირი, გარდა ცალკეულ შემთხვევებში არსებული გამონაკლისებისა. გამომდინარე იქიდან, რომ თითოეულ სუბიექტს განსხვავებული მომსახურების სახე აქვს, შესაბამისად მომხმარებელთა ვალდებულებისა თუ პასუხისმგებლობის ფარგლებიც განსხვავებულია. ამდენად, აღნიშნულ ფიზიკურ პირთა კატეგორიის განსაზღვრას ახდენს თავად საფინანსო დაწესებულება. რაც შეეხება თავად აღნიშნულ საშეღავათო პირობების შინაარსს, საშეღავათო პირობების ობიექტის კატეგორიას ადგენს კონკრეტული ინსტიტუტი, ინდივიდუალურად, საქმიანობის სფეროს გათვალისწინებით. ძირითად შემთხვევებში, იგი ეხება შემდეგ მომსახურებას: სამომხმარებლო სესხს, იპოთეკურ სესხს, განვადებას, სალომბარდე სესხს, ავტოსესხს (რიგ შემთხვევაში), ოვერდრაფტს და სხვა.

თამარ ციხიშვილის განმარტებით, როგორც წესი, სესხის მოქმედების ვადა იზრდება საშეღავათო პერიოდის პროპორციულად, ხოლო გადავადებული ძირითადი თანხა და დარიცხული პროცენტი გადანაწილდება სესხის გაზრდილ ვადაზე, ისე რომ საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდგომ გრაფიკის შესაბამისად, გადასახდელი თანხა მიახლოვებული იქნება საშეღავათო პერიოდის დაწესებამდე არსებულ გადასახდელ თანხასთან. გამოდის, რომ ცალკეული საფინანსო უნსტიტუტების შემთხვევაში, გარკვეული, თუნდაც მცირე ცდომილებას საშეღავოდო პერიოდის გასვლის შემდგომ გადასახდელ თანხასთან მიამრთებით მომხარებლები უნდა ელოდნენ, ზოგიერთი მათგანი კი კლიენტის ინტერესებს მეტად ითვალისწინებს და ადგენს, რომ გადავადების პერიოდის დასრულების შემდეგ, მომხმარებლებს არ მოუწევთ შენატანების გაზრდილი ოდენობით გადახდა. ამდენად, სამომავლოდ, შენატანის გაზრდის საფრთხის აღმოფხვრა, ჯერჯერობით, არ ხდება და აღნიშნული აზიანებს მომხმარებელთა უფლებებს.

მომხმარებელთა განსაკუთრებულ ყურადღების საგანს წარმოადგენს საშეღავათო პირობებში ნებაყოფლობით ჩართვის საკითხი. რა თქმა უნდა, ნებისმიერი შეღავათი, რომელიც მიმართულია მოქალაქეთა კეთილდღეობაზე, დადებითად შესაფასებელია. თუმცა, ცალკე პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი, სურს თუ არა კონკრეტულ მომხარებელს ვალდებულების გადავადება და შემდგომ ვალდებულების შესრულების ვადის გაზრდა, მიუხედავად საგანგებო მდგომარეობის თანმდევი მოვლენებისა. როგორც წესი, საშეღავათო პირობებში მომხმარებელთა ჩართვა ხდება ავტომატურად, თუმცა, აღნიშნულზე უარის თქმის შესაძლებლობა მათ აქვთ ბანკისადმი მიმართვის გზით. არსებული კომინიკაციის საშუალებების გათვალისწინებით, გონივრული იქნებოდა, თუ მომხმარებელთა ჩართვა საშეღავათო პირობებში მოხდებოდა არა ავტომატურად, არამედ მათი ნების გამოვლენის შემდგომ. მით უმეტეს, რომ გადაადგილების შეზღუდვიდან გამომდინარე, მომხმარებელთათვის არ იყო ხელმისაწვდომი დაწესებულებაში ვიზიტი, სატელეფონო კომუნიკაცია კი ზოგჯერ არ იყო საკმარისი პრობლემის აღმოსაფხვრელად. აღნიშნული სიახლე ტექნიკური თვალსაზრისით, არ არის სათანადოდ გამართული, რაც საბოლოოდ, მომხმარებელს იძულებულს ხდის გადაიხადოს მეტი შენატანი, და გაუხანგრძლივდეს ვალდებულების შესრულების ვადა.

ამდენად, ფინანსური ინსტიტუტების მიერ შეთავაზებული საშეღავათო პირობები, სრულად არ იქნა მომხმარებელთა უფლებებზე ორიენტირებული, მაშინ, როდესაც საუბარია არსებული ორმხრივი ხელშეკრულების არსებითი პირობის ცვლილებაზე, აღნიშნული, რასაკვირველია, კვლავ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე უნდა მომხდარიყო. რეალობა გვიჩვენებს სხვას - რადგან ბანკი ცალმხრივად ავლენს ნებას, შეზღუდული პირობებიდან გამომდინარე (რაც გამოიხატება კომუნიკაციის საშუალებებისა თუ გადაადგილების შეზღუდვის კუთხით) კი მომხმარებლის კონკლუდენტურ მოქმედებას თვლის თანხმობად. რასაკვირველია, ყოველივე ეს დაუშვებელია და არღვევს მომხმარებლის უფლებებს. საჭიროა პრობლემაზე სათანადო რეაგირება, რათა კონტროლის გზით თავიდან იქნას აცილებული დაწესებულებათა შესაძლო თვითნებობის ფაქტი"-აცხადებენ ორგანიზაციაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა