logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი: რაჭაში ონის კასკადის მშენებლობასთან დაკავშირებით, ვრცელდება დეზინფორმაცია, უპასუხისმგებლო განცხადებები კეთდება გარკვეული პოლიტიკური ჯგუფებისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ
ლევან დავითაშვილი: რაჭაში ონის კასკადის მშენებლობასთან დაკავშირებით, ვრცელდება დეზინფორმაცია, უპასუხისმგებლო განცხადებები კეთდება გარკვეული პოლიტიკური ჯგუფებისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ
18:02 12.05.2020
„რაჭაში ონის კასკადის მშენებლობასთან დაკავშირებით, ვრცელდება დეზინფორმაცია, უპასუხისმგებლო განცხადებები კეთდება გარკვეული პოლიტიკური ჯგუფებისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. ამ განცხადებებს, ვფიქრობ, მოღალატეობრივიც შეიძლება ვუწოდოთ, რადგან მიმართულია მოსახლეობის, მათ შორის, რაჭის მოსახლეობის გრძნობებზე და მათი შეცდომაში შეყვანაა ამ დეზინფორმაციის გავრცელების მიზანი. ყველა ფაქტი, რომელიც იყო მიწოდებული, არის ტყუილი. განვმარტავ - პირველ რიგში, იყო საუბარი, რომ ფეთქდებოდა მთები და დაიკარგებოდა მდინარე რიონი, რაც ტყუილია. არ არის გათვალისწინებული აფეთქება. კასკადი და გვირაბი სხვადასხვა თემაა. იყო წარმოჩენილი, თითქოს ეს არის დიდი კასკადი. ეს არის გარკვეული ბლოკი ჰესის, რომელიც საკმაოდ დიდი გენერაციის საშუალებას იძლევა. გარემოს დაცვითი ყველა პირობა ჩვენს ნებართვაში არის ასი პროცენტით გათვალისწინებული. რამდენიმე წლიანი შესწავლა უძღოდა გადაწყვეტილების მიღების პროცესს წინ. შესაბამისად, შესწავლილი იყო ყველა ის ასპექტი კომპეტენტური ექსპერტების მიერ, რომლებიც იყო დაკავშირებული სეისმოლოგიასთან, გეოლოგიასთან და ჰიდროლოგიასთან. მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა, ასეთი მანიპულირებით, უბრალოდ უპასუხისმგებლობაა და ცოტა უფრო მეტიც, ამორალურია. რაც შეეხება ჩვენს გადაწყვეტილებას, ამ შემთხვევაში საუბარია, მხოლოდ ისეთი ტიპის ინტერვენციებზე ბუნებაში, რომელიც მინიმალურია. მდინარე რიონი ისეთი წყალუხვია, რომელიც მოვარდნებითაც ხასიათდება და ჰიდროლოგებს ძალიან კარგად ესმის, რომ მთლიანად რიონის მილში მოქცევა არანაირად არ იქნება ჩვენი მხრიდან მხარდაჭერილი და ეს არც არის გათვალისწინებული. პირიქით, მდინარე რიონი ინარჩუნებს თავის კალაპოტს და ეკოსისტემას შევინარჩუნებთ აუცილებლად. მხოლოდ ამ შემთხვევაში აშენდება ჰესი. ასევე, ჰესის აშენების პირობაა ის, რომ ის მინერალური წყლები, რომლებიც რაჭაშია და რომლითაც რაჭა ამაყობს, უნდა იყოს დეტალურად შესწავლილი და არც ერთი სამშენებლო სამუშაო არ უნდა ჩატარდეს ისე, რომ რაიმე ტიპის ზემოქმედება მოხდეს წყლებზე. დეზინფორმაცია, რომელსაც ვისმენთ, არის უპასუხისმგებლო“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა