logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
logo2
logo2
რომან კაკულია: ყველა პარამეტრი, რომლითაც უნდა შეფასდეს ონის ჰესის მშენებლობა, არის მხოლოდ დადებითი
რომან კაკულია: ყველა პარამეტრი, რომლითაც უნდა შეფასდეს ონის ჰესის მშენებლობა, არის მხოლოდ დადებითი
17:09 12.05.2020
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიას განცხადებით, ონის ჰესების კასკადთან დაკავშირებით საკმაოდ ტენდენციური და არასწორი ინფორმაცია გავრცელდა და ყველა პარამეტრი, რომლითაც უნდა შეფასდეს ჰესის მშენებლობა, ფაქტობრივად, არის მხოლოდ დადებითი.

მისი თქმით, არასწორია ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ერთი მხრივ გაცემულია ნებართვა და, მეორე მხრივ, კი პროექტი არის ძალიან დიდი ზიანის მომტანი კლიმატისათვის და ზოგადად, ქვეყნისათვის.

„ამ პროექტზე ძალიან დიდი ხანია მიმდინარეობდა მუშაობა. გაკეთებულია როგორც ეკონომიკური კვლევა პროექტის, თავად კასკადის პროექტი გაკეთდა ძალიან კომპეტენტური გერმანული კომპანიის მიერ, გაკეთებულია გარემოზე ზემოქმედების შეფასება და გეოლოგიური კვლევა, ჩატარებულია ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები საფრთხეების შეფასების მიმართულებით. ეს არის პროექტი, რომელის განხორციელების შემდეგ გამომუშავება საქართველოს მოხმარების 6 პროცენტს შეადგენს და ჰესის ამუშავების შედეგად, როდესაც ის დაიწყებს ელექტროენერგიის გამომუშავებას, დაახლოებით 780 მლნ კილოვატსაათს მივიღებთ. ქონების გადასახადი, რომელიც ადგილობრივად მოხმარდება მოსახლეობას, იქნება 8 მლნ ლარი და ამიტომ, ამ პროექტზე ნეგატიური შეფასების გაკეთება ძალიან რთულია, თუ ძალიან არ მოვინდომებთ ამას“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ამ პროექტს არ შეიძლება ჰქონდეს მავნე ზეგავლენა, ვინაიდან საუბარია მხოლოდ 8 მეტრის სიმაღლის კაშხალზე, სადაც არც წყლის დაგროვება არ არის ისეთი მასშტაბის, რომელმაც შეიძლება ზემოქმედება გამოიწვიოს გარემოზე, ასევე არ განხორციელდება არავითარი აფეთქებითი სამუშაოები, როდესაც გვირაბის გაყვანაზეა ლაპარაკი.

„ფაქტობრივად ყველა პარამეტრი რომლითაც უნდა შეფასდეს ჰესის მშენებლობა, არის მხოლოდ დადებითი, თვით იმ ბოლო შედეგით დამთავრებული, რომელმაც საბოლოო ჯამში სარგებელი უნდა მოუტანოს როგორც მოსახლეობას, ასევე მთლიანად საქართველოს და ამიტომ, ცალსახად მსურს განვაცხადო, რომ აბსოლუტურად არასწორია შეფასება, რომელიც გაკეთდა ერთ-ერთ ტელევიზიაში - არც ნებართვა გაცემულა ამ კოვიდვირუსის პირობებში და არც რაიმე ნეგატიური ზემოქმედება ამ პროექტს არ შეუძლია მოუტანოს ქვეყანას“, - განაცხადა რომან კაკულიამ.​


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა