logo2
logo2
logo2
არქივი
« მაისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
მიხეილ ჩხენკელი: პანდემიის პერიოდში განათლების სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები დავძლიეთ და ეს სემესტრი შედგა
მიხეილ ჩხენკელი: პანდემიის პერიოდში განათლების სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები დავძლიეთ და ეს სემესტრი შედგა
20:37 11.05.2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლისა (ISET) და ISET- ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო პოლიტიკის ონლაინ სადისკუსიო პანელში მიიღო მონაწილება და შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. განსახილველ თემას წარმოადგენდა: "პანდემიის შემდგომი უმაღლესი განათლების გადააზრება". დისკუსიის დროს მხარეებმა განიხილეს პოსტპანდემიური დემოგრაფიული, ეკონომიკური, სოციალური შედეგების გავლენა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა, და ზოგადად, უმაღლესი განათლების სექტორზე; ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები და მათი გადაწყვეტის გზები, პოსტპანდემიურ პერიოდში უმაღლესი განათლების სექტორის ადაპტირებისა და შემდგომი განვითარების საკითხები.



მიხეილ ჩხენკელმა ონლაინ სივრცეში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა: „დიდ მადლობას მოვახსენებ თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლისა (ISET) და ISET-ის კვლევით ინსტიტუტს საინტერესო სადისკუსიო პანელის ორგანიზებისათვის. ვფიქრობ, იგი სასარგებლო და მნიშვნელოვანი იქნება ყველა მონაწილე მხარისათვის. COVID-19-ის პანდემიამ მსოფლიო დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, განათლების კუთხით. შექმნილ ვითარებაში, როდესაც მოსწავლეები და სტუდენტები საკლასო ოთახსა და აუდიტორიის მიღმა დარჩნენ, ჩვენი გუნდის მთავარი მიზანი იყო მათთვის განათლების მიღების უწყვეტი პროცესი შეგვენარჩუნებინა. მასწავლებლების, ლექტორების, სამინისტროს, სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევით დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ პანდემიის პერიოდში განათლების სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები დავძლიეთ და ეს სემესტრი შედგა".



მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველოს წარმატებას დისტანციური სწავლების დანერგვის საქმეში საერთაშორისო გამოხმაურებაც მოწმობს. კერძოდ, ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციამ (OECD) 2020 წლის ანგარიშში, რომელიც COVID-19-ის პანდემიით განათლების სფეროში შექმნილი გამოწვევების დასაძლევად გამოაქვეყნა, 98 ქვეყანას შორის საქართველოს მთავრობის მიერ განათლების მიღების უწყვეტი პროცესის უზრუნველსაყოფად გადადგმული ნაბიჯები ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად შეაფასა. Microsoft-ის მიერ ორგანიზებულ ვირტუალური განათლების ტრანსფორმაციის პირველ სამიტზე, რომელშიც მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მიიღო მონაწილეობა, OECD-ის განათლების დირექტორატის ხელმძღვანელმა ანდრეას შლაიხერმა, COVID-19-ის კრიზისის პირობებში განათლების სისტემის ადაპტაციისა და დისტანციური სწავლების წარმატებით დანერგვის თვალსაზრისით საქართველო და ფინეთი ლიდერ ქვეყნებად დაასახელა. ასევე, სამინისტროს მიერ დისტანციური სწავლების ხელშეწყობის მიზნით გატარებულ ღონისძიებებს მაღალი შეაფასება მისცა Mიცროსოფტ-ის განათლების მიმართულების ვიცეპრეზიდენტმა ენტონი სალსიტომ.



მინისტრმა ხაზი გაუსვა მასწავლებლებისა და უმაღლესის სასწავლებლების ლექტორების ენთუზიაზმსა და შემოქმედებით მიდგომას დისტანციური სწავლების განხორციელების პროცესში და მათ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. მიხეილ ჩხენკელის შეფასებით, პანდემიის პირობებში პედაგოგები, ექიმების მსგავსად, ბრძოლის წინა ხაზზე აღმოჩნდნენ და ახალ გამოწვევებს წარმატებით გაართვეს თავი.



სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ასევე გადაუხადა მადლობა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებთანაც ამ პერიოდის განმავლობაში სამინისტრო უწყვეტ კომუნიკაციაში იყო და სასარგებლო რეკომენდაციებსა და რჩევებს იღებდა. მან მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით დაწყებულ ახალ პროექტზეც ისაუბრა, რომლის ბიუჯეტი 102.7 მილიონ დოლარს შეადგენს და რომელიც საქართველოში ხარისხიანი განათლებისა და ხელსაყრელი სასწავლო გარემოს უზრუნველყოფით ადამიანური კაპიტალის განვითარებას გულისხმობს. მინისტრის შეფასებით, ეს პროექტი ძალიან დაეხმარება საქართველოს პოსტპანდემიური პერიოდის გამოწვევათა დაძლევაში.



მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ პანდემიის დაწყებისთანავე საგანგებოდ შეკრებილ რექტორთა საბჭოს პირველ ეტაპზე მიეცა მკაფიო რეკომენდაცია, გაზაფხულის სემესტრი ელექტრონული სწავლების ფორმატში პილოტირების რეჟიმში განეახლებინა. მინისტრმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ვინაიდან ყველა უნივერსიტეტის წინაშე ერთი საერთო გამოწვევა დადგა, პროცესი უნივერსიტეტებს შორის ურთიერთდახმარებისა და გამოცდილების გაზიარების გზით წარმატებით წარიმართა. გარდა ამისა, უნივერსიტეტებს მიეცათ რეკომენდაცია, ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციის (ENQA) მიერ შემუშავებული ელექტრონული სწავლებისა და ხარისხის უზრუნველყოფის სახელმძღვანელო პრინციპებით ეხელმძღვანელათ.



მინისტრმა განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად საზოგადოებრივ მაუწყებელთან თანამშრომლობით შექმნილ პროექტ "ტელესკოლაზეც" (TV-School) ისაუბრა, სადაც ყველა კლასისა და საგნის ტელეგაკვეთილებს გამოცდილი პედაგოგები ატარებენ. მინისტრის თქმით, პროექტს, რომელიც "პირველი არხი – განათლების" ეთერში გადის, საზოგადოებაში ძალიან პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა. სატელევიზიო გაკვეთილებს, არა მხოლოდ მოსწავლეები, არამედ მათი ოჯახის წევრებიც დიდი ინტერესით უყურებენ.



მიხეილ ჩხენკელმა განმარტა, რომ ყველა წარმატებული პროექტი, რომელიც პანდემიის დროს შეიქმნა, შემდგომაც გაგრძელდება, მათ შორის არის პროექტი "ტელესკოლაც". წარმატებულად განხორციელებული ელექტრონული სწავლების შედეგად, სტუდენტების აუდიტორიებში დაბრუნების შემდეგ, სასწავლო კურიკულუმებში ელექტრონული რესურსების გამოყენების კომპონენტი კიდევ უფრო გაძლიერდება, რაც ელექტრონული რესურსების გარდა, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე ერთობლივი პროექტების განხორციელებას, სასწავლო პროცესში უცხოელი პროფესორების დისტანციურად ჩართვას გულისხმობს.



ISET-ის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში მონაწილეობა ასევე მიიღეს განათლების წამყვანმა ექსპერტებმა: ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრის პრეზიდენტმა კარლ დიტრიხმა, მაგნა ჩარტას ობსერვატორიის (ბოლონია) და აკადემიური თანამშრომლობის ასოციაციის (ბრიუსელი) პრეზიდენტმა სიჯბოლტ ნორდამ, მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა