logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
logo2
logo2
ლიბერთი ბანკსა და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ლიბერთი ბანკსა და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
13:48 07.05.2020
ლიბერთი ბანკსა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. რომლის თანახმად, ლიბერთი ბანკი, მჭიდროდ ითანამშრომლებს გაეროს მოსახლეობის ფონდთან ხანდაზმული (60+) მოსახლეობის ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების ხელშეწყობისა და გენდერული თანასწორობის და ქალთა გაძლიერების მიმართულებებით. თანამშრომლობის მიმართულებები მოიცავს:

- ხანდაზმული მოსახლეობის ინფორმირებას Covid-19 პრევენციის მიზნით. კერძოდ , მთელი ქვეყნის მასშტაბით ბანკის ქსელის მეშვეობით, გავრცელდება სპეციალურად 60+ ასაკის მოსახლეობისთვის შედგენილი ბროშურები. გაეროს მოსახლეობის ფონდი ლიბერთი ბანკთან ერთად, ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის #ლიბერთიგულით ფარგლებში, განახორციელებს ფართომასშტაბიან სოციალურ კამპანიას.

- ლიბერთი ბანკი მხარდაჭერას გაუწევს „60+ კლუბებს ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის“, რომლებიც UNFPA საქართველოს ოფისის ინიციატივით ჩამოყალიბდა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან პარტნიორობით, სადაც კონკრეტული ღონისძიებები დაიგეგმება და განხორცილდება ხანდაზმული მოქალაქეებისათვის COVID-ის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით შემოღებული შეზღუდევების მოხსნის შემდეგ;

- ლიბერთი ბანკი და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისი განიხილავენ მომავალ შესაძლებლობებს გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისა და ქალების და გოგონების გაძლიერებისთვის საქართველოში.

„დღეს, ჩვენ ვამაყობთ გაეროს მოსახლეობის ფონდთან პარტნიორობით, რომელიც კიდევ უფრო ხაზს უსვამს ლიბერთის მიერ აღებულ პასუხისმგებლობას ასაკოვან მოსახლეობაზე ზრუნვის მიმართულებით. განსაკუთრებით დღეს, როცა უფროსი თაობის უსაფრთხოებისთვის, ინფორმაციის გავრცელება და ცნობადობის ამაღლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. უკვე რამდენიმე წელია, ლიბერთი უწყვეტად ახორციელებს 60+ ადამიანებისთვის სპეციალურ საგანმანათლებლო და შემეცნებით პროგრამებს. მინდა მივესალმო ჩვენს ახალ პარტნიორს და იმედი მაქვს, ჩვენ ერთიანი ძალებით კიდევ უფრო გავზრდით ჯანსაღი დაბერებისა და აქტიური ცხოვრების მნიშვნელოვნებას და ასევე, ვითანამშრომლებთ ქალების გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის მიმართულებით.“- განაცხადა ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა.

„ვფიქრობთ, „ლიბერთი ბანკთან“ თანამშრომლობას უზარმაზარი პოტენციალი აქვს,“ აღნიშნა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ, „აქტიური და ჯანსაღი დაბერებისა და გენდერული თანასწორობის მხარდაჭერა ხელს უწყობს ქვეყანას მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროცესში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, პარტნიორად გვეგულებოდეს „ლიბერთი“ - კომპანია, რომელიც ჩვენს ღირებულებებს იზიარებს და მზადაა, ხანდაზმული მოქალაქეების, ქალებისა და მოზარდი გოგონების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში მოახდინოს ინვესტირება. გვჯერა, რომ ჩვენი თანამშრომლობა წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება უფრო თანასწორი საზოგადოების მშენებლობის გზაზე, სადაც არავინ დარჩება განვითარების ტალღის მიღმა.“


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა