logo2
logo2
logo2
არქივი
« მაისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი
16:22 05.05.2020
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახაბერ საბანაძემ და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში, ლუიზა ვინტონმა ონლაინ შეხვედრა გამართეს, რომელზეც ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
გაეროს განვითარების პროგრამასა (UNDP) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის თანამშრომლები გადამზადდებიან და მოქალაქეთათვის სერვისების მიწოდების ახალ უნარ-ჩვევებს შეიძენენ.
"შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს ერთიანი მომსახურების ცენტრის რეფორმას, რომლის მიზანია "ერთი ფანჯრის" პრინციპით მოქალაქეებისთვის მაღალი ხარისხის სერვისების მიწოდება. მიმდინარე რეფორმის პროცესში ცენტრის თანამშრომლებისთვის ტრენინგის ჩატარება გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახაბერ საბანაძემ.
"პოლიცია მოქალაქეების სამსახურში დგას, განსაკუთრებით კრიზისის პირობებში. მნიშვნელოვანია, რომ ის აღჭურვილი იყოს საჭირო ცოდნითა და უნარ-ჩვევებით იმისთვის, რომ ადამიანებს, განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებსა თუ სპეციალური საჭიროებების მქონე პირებს, ეფექტური მომსახურება გაუწიოს", - განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში, ლუიზა ვინტონმა.
საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი 2018 წელს ჩამოყალიბდა და მოქალაქეებს 50-ზე მეტი სერვისით უზრუნველყოფს. მემორანდუმის ფარგლებში, UNDP-ის მხარდაჭერით, ცენტრის თანამშრომლებს ჩაუტარდებათ გადამზადების კურსები მომხმარებელთან ურთიერთობის, ემოციების მართვისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებებზე მორგებული სერვისების მიწოდების საკითხებზე.
გარდა ამისა, UNDP-ის დახმარებით, ერთიანი მომსახურების ცენტრი ასევე დანერგავს საჯარო სექტორის ხარისხის მართვის საერთაშორისო მექანიზმს - შეფასების ერთიან სისტემას (CAF), რომელსაც ევროკავშირის ქვეყნებში 4500-მდე საჯარო უწყება წარმატებით იყენებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს დახმარება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და დიდი ბრიტანეთის მთავრობის 6 მილიონი აშშ დოლარის (4.5 მილიონი გირვანქა სტერლინგი) ღირებულების პროექტის ნაწილია, რომელიც საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობას ემსახურება და რეფორმის სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: პოლიტიკის შემუშავება და კოორდინაცია, ადამიანური რესურსების მართვა და საჯარო სამსახურის რეფორმა, ასევე, სახელმწიფო სერვისების მიწოდება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა