logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია მეზვრიშვილი: მთავრობის თვითმიზანი არ არის შეზღუდვების ხანგრძლივად არსებობა და თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება შესაძლებლობას მოგვცემს, შეზღუდვების დაგეგმილზე ადრე მოხსნა გაგრძელდება
ნათია მეზვრიშვილი: მთავრობის თვითმიზანი არ არის შეზღუდვების ხანგრძლივად არსებობა და თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება შესაძლებლობას მოგვცემს, შეზღუდვების დაგეგმილზე ადრე მოხსნა გაგრძელდება
23:02 04.05.2020
ვინაიდან დავიწყეთ შეზღუდვების ნაწილობრივ, ვადაზე ადრე მოხსნა, ბუნებრივია, მიმდინარეობს მსჯელობა იმაზე, თუ მომდევნო ეტაპიდან რა შეგვიძლია გადმოვწიოთ წინა ეტაპზე, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, სპეციალისტებისა და პროფესიონალების რეკომენდაციებსა და რჩევებზე დაყრდნობით. ამ საკითხზე დისკუსია მიმდინარეობს, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობის თვითმიზანი არ არის შეზღუდვების ხანგრძლივად არსებობა, რადგან ის გავლენას ახდენს ეკონომიკაზე და თუ ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად შესაძლებლობა იქნება, შეზღუდვები დაწესებულზე ადრე მოიხსნება.

„როგორც კი სიტუაცია ამის საშუალებას მოგვცემს, შეზღუდვებს გაცილებით ადრე, თუმცა რისკების მართვით და თანმიმდევრულად, გააზრებულად მოვხსნით. რესტორნების ღია ნაწილის გახსნამ, შესაძლოა, გარკვეული ვადით ადრე გადმოიწიოს. სილამაზის სალონები ცოტა უფრო მეტი რისკის შემცველია, თუმცა ყველაფერზე მსჯელობა მიმდინარეობს და ნებისმიერ საქმიანობას განვიხილავთ, სადაც შესაბამისი წესების დაცვის შესაძლებლობა იქნება. თუმცა, სილამაზის სალონში დისტანციის დაცვა რთულია, ვინაიდან მომსახურე პერსონალსა და მომხმარებელს შორის საკმაოდ ახლო კომუნიკაციაა, ამიტომ, ეს საფრთხის შემცველია და ამ მიმართულებას განსაკუთრებული სიფრთხილით ვეკიდებით,“- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა