logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია მეზვრიშვილი: კომენდანტის საათი ეპიდემიის გავრცელების პრევენციის ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტია და არავინ თქვას, რომ მისი მოხსნა არ იქნება ცდუნება, ესტუმრონ ახლობლებს, ნათესავებს, გაშალონ სუფრა და დრო გაატარონ
ნათია მეზვრიშვილი: კომენდანტის საათი ეპიდემიის გავრცელების პრევენციის ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტია და არავინ თქვას, რომ მისი მოხსნა არ იქნება ცდუნება, ესტუმრონ ახლობლებს, ნათესავებს, გაშალონ სუფრა და დრო გაატარონ
21:31 04.05.2020
ჩემთვის ცოტა გაუგებარია, რატომ არის ამდენი კითხვა კომენდანტის საათთან დაკავშირებით; გასაგებია, რომ ეს ყველაფერი მოქალაქეებისთვის დისკომფორტია, თუმცა ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ამ შეზღუდვის არსებობა საკმაოდ გამართლებულია და მან შედეგები გამოიღო, ისევე, როგორც სხვა შეზღუდვებმა - იგივე ფრენების შეჩერებასა და ავტომანქანებში 3-კაციან შეზღუდვასთან დაკავშირებით, რაზეც ასევე კითხვები არსებობს, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა განაცხადა.

ნათია მეზვრიშვილის შეფასებით, კომენდანტის საათის შემთხვევაში საკითხი ძალიან მარტივად დგას - ის არის ბერკეტი მობილობის შესამცირებლად.

„კომენდანტის საათმა მოგვცა შესაძლებლობა, შეგვემცირებინა მობილობა, რაც გულისხმობს იმას, რომ შეგვეკავებინა ადამიანების გადაადგილება ჯგუფებად, ოჯახებად, ნათესავებთან, ახლობლებთან, მეგობრებთან იმ პერიოდში - საღამოობით, რაც გართობის დროდ მიიჩნევა. საღამო არის სწორედ ის პერიოდი, როდესაც ადამიანებს გართობის მიზნით ერთმანეთთან მჭიდრო კომუნიკაცია აქვთ, დადიან ნათესავებთან, მეგობრებთან ჯგუფებად. კომენდანტის საათის შემოღების მიზანი იყო სოციალური დისტანციის გაზრდა, კომუნიკაციის მაქსიმალურად თავიდან აცილება, რადგან იმ პირობებში, როდესაც ბარები, კაფეები, რესტორნები დახურულია, ასეთი ტიპის აქტივობები, როგორც წესი, ინაცვლებს ოჯახებში, სადაც სოციალური დისტანციის კონტროლი და შესაბამისი წესების დაცვა გაცილებით რთულია. არავინ თქვას, რომ თუ დღეს კომენდანტის საათი მოიხსნება, ცდუნება არ ექნებათ, გადავიდნენ მეზობელთან, ესტუმრონ ახლობლებს, ნათესავებს, გაშალონ სუფრა და დრო გაატარონ. გარდა ამისა, ეს ე.წ ბირჟების და თავყრილობების პრევენციისთვის ძალიან მნიშნელოვანი მექანიზმია. ამიტომ მესმის, რომ დისკომფორტია, თუმცა არის ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტი, რომ მოვახდინოთ ეპიდემიის გავრცელების პრევენცია და ამას არ ვიყენებთ მხოლოდ ჩვენ, ისევე, როგორც ავტომანქანებში 3-კაციან შეზღუდვას და 3-კაცზე მეტი პირის თავშეყრის აკრძალვას არ ვაწესებთ მხოლოდ ჩვენ. ამას იყენებს მსოფლიოს ბევრი ქვეყანა და გაცილებით მკაცრი რეგულაციებით“, - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა