logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
logo2
logo2
თორნიკე რიჟვაძემ ტურიზმის ხელშეწყობის და სტიმულირების გეგმასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა
თორნიკე რიჟვაძემ ტურიზმის ხელშეწყობის და სტიმულირების გეგმასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა
14:53 04.05.2020
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ტურიზმის ხელშეწყობის და სტიმულირების გეგმასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე თორნიკე რიჟვაძემ ეკონომიკური სტიმულირებისთვის ტურიზმის სექტორის მნიშვნელობაზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ ადგილობრივი ეკონომიკისთვის ტურიზმის ინდუსტრია მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

,,აჭარისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურიზმი, ვინაიდან ამ პანდემიურ ფონზე ყველაზე დიდი დარტყმის, ყველაზე დიდი წნეხის ქვეშ ტურიზმის სექტორი და ტურიზმის სექტორში ოპერირებადი ბიზნეს სუბიექტებია.

პირველი გადაწყვეტილება, რომელიც აქამდე იქნა მიღებული მდგომარეობს იმაში, რომ კომპანიები ამ ძალიან მძიმე კრიზისის ფონზე დავიცვათ გადახდის უუნარობისგან. შემდეგი ამოცანა იყო სამუშაო ადგილების შენარჩუნება.

საქართველოს ცენტრალური მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა იძლევა სამუშაო ადგილების შენარჩუნების და დაკარგული სამუშაო ადგილების კომპენსირების გარანტიებს. თუმცა, ჩვენი შემთხვევა კიდევ უფრო განსხვავებული და მძიმეა, ვინაიდან ადგილობრივი ეკონომიკის ნახევარზე მეტი მოდის ტურიზმის სექტორზე. ყველას, როგორც ტურიზმის სექტორს, ასევე ტურისტებსაც მათ შორის, მოუწევს ადაპტირება ახალ რეკომენდაციებთან.

ამიტომ ჩვენთვის მთავარია ამოცანა ინფორმაციის დამუშავება, განახლება და განახლებული ინფორმაციის საფუძველზე ეკონომიკის აღდგენის და ტურიზმის სტიმულირების ფარგლებში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაა“ - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.

თორნიკე რიჟვაძემ ისაუბრა რესპუბლიკურ ბიუჯეტში შეტანილ ცვლილებებზე. აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო საკარანტინე სივრცეების დაფინანსებისთვის აჭარის ბიუჯეტიდან გამოყოფილი 7 მილიონ ლარზე მეტი.

,,საკარანტინე სივრცეების ერთ-ერთი მიზანი გახლავთ ასევე, რომ ის სასტუმროები, რომლებიც გვაქვს ქალაქში, თვითღირებულების საფუძველზე იყოს დატვირთული და შენარჩუნდეს ის სამუშაო ადგილები.

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ რესურსების მაქსიმალური რაციონალური, ეფექტური გამოყენების საფუძველზე არ დაიკარგოს დამატებითი სამუშაო ადგილები''- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტში გამართულ შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, ტურიზმის დეპარტამენტის უფროსი და სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა