logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია მეზვრიშვილი: ვცდილობთ, ცოტა ადრე გადმოვწიოთ სამშენებლო სამუშაოების განახლება, ეს ყველაფერი ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზეა დამოკიდებული
ნათია მეზვრიშვილი: ვცდილობთ, ცოტა ადრე გადმოვწიოთ სამშენებლო სამუშაოების განახლება, ეს ყველაფერი ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზეა დამოკიდებული
17:50 02.05.2020
შეზღუდვების მოხსნის გეგმით, ეტაპებს შორის გათვალისწინებულია ორკვირიანი შუალედი, თუმცა ჩვენ ყოველდღიურად ვმსჯელობთ სპეციალისტებთან ერთად, არის თუ არა შესაძლებელი გარკვეული შეზღუდვების მოხსნა ორკვირიან პერიოდზე ადრე, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, შესაძლებელია შეზღუდვების დაგეგმილზე ადრე მოხსნა ისევე, როგორც, ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების შემთხვევაში - უკვე მოხსნილი შეზღუდვების ხელახლა დაწესება.

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ასევე ხაზი გაუსვა მოქალაქეების მიერ მთავრობის მხრიდა გაცემული რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობას.

„ჩვენი მხრიდან აბსოლუტური უპასუხისმგებლობა იქნებოდა იმის თქმა, რომ გარკვეული შეზღუდვების მოხსნა შესაძლებელია ვადაზე ადრე, სამშაბათიდან, ოთხშაბათიდან, 8 ან 9 მაისიდან და ა.შ. ამიტომ, ჩვენ ამას არ ვაკეთებთ, თუმცა მსჯელობა ახლაც მიმდინარეობს. ვცდილობთ, მთავრობა ამ ნაწილში თანმდიმდევრული იყოს, ისევე როგორც თანმიმდევრულები ვიყავით შეზღუდვების ამოქმედების ნაწილში. გარკვეული ეტაპებიდან შესაძლოა, ცოტა წინ გადმოვწიოთ, მაგალითად, ზოგადად მშენებლობასთან დაკავშირებული სამუშაოები. ვმსჯელობთ სხვა დეტალებზეც, რის შესახებაც საზოგადოებას დამატებით ვაცნობებთ,“- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განმარტებით, შეზღუდვების მოხსნაზე საუბრისას იგულისხმება ცალკეული აკრძალვების გაუქმება როგორც მთელი ქვეყნისთვის, ისე კონკრეტული რეგიონისთვის, რაც დამოკიდებულია როგორც ზოგად ეპიდემიოლოგიურ სურათზე, ისე - კონკრეტული რეგიონის სპეციფიკაზე.

„როდესაც ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე ვსაუბრობთ, აქ არ იგულისხმება მხოლოდ ქვეყნის მასშტაბით არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ინფიცირებულების საერთო რაოდენობა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი განიხილება რეგიონულ ჭრილში, კონკრეტული ტერიტორიული ერთეულების მიხედვით. მხედველობაში ვიღებთ იქ არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასაც, ისევე, როგორც თავიდან საკარანტინო შეზღუდვები დავაწესეთ იმ რეგიონებში, სადაც ვირუსის გავრცელების მასშტაბები ცალკე აღებული რეგიონისთვის პრობლემური იყო“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა