logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
logo2
logo2
ნათია მეზვრიშვილი: ერთი ეტაპიდან მეორეზე შეიძლება ორ კვირაზე ადრე გადავიდეთ, ან მოხსნილი შეზღუდვები ხელახლა დავაწესოთ, ეს დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე
ნათია მეზვრიშვილი: ერთი ეტაპიდან მეორეზე შეიძლება ორ კვირაზე ადრე გადავიდეთ, ან მოხსნილი შეზღუდვები ხელახლა დავაწესოთ, ეს დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე
11:40 02.05.2020
გახსნის იმ გეგმით, რომელიც გასულ კვირას წარმოვადგინეთ, ღონისძიებების შემსუბუქების ეტაპებს შორის გათვალისწინებულია ორკვირიანი შუალედი, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე - შესაძლებელია, ერთი ეტაპიდან მეორეზე გადავიდეთ უფრო ადრე, ან - უფრო გვიან, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განმარტებით, ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე საუბრისას იგულისხმება არა მხოლოდ ინფიცირებულთა რაოდენობა მთელი ქვეყნის მასშტაბით, არამედ როგორია ვირუსის გავრცელების ტენდენცია ცალკეულ გეოგრაფიულ არეალში.

„ამიტომ, რასაკვირველია, შეზღუდვების უფრო ადრე მოხსნა შესაძლებელია, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ზედმიწევნით, ზუსტად შეასრულებენ ჩვენი თანამოქალაქეები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ რეკომენდაციებს. ეს გახლავთ პირველ რიგში სოციალური დისტანციის დაცვა, პირბადეების ტარება და კიდევ სხვა შეზღუდვები, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის პირობებში, სხვა ეტაპებზე გადასვლამდე ჯერ კიდევ მოქმედებს“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების შემთხვევაში, უკვე მოხსნილი შეზღუდვების ხელახლა დაწესებასაც არ გამორიცხავს.

„რა თქმა უნდა, თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება გართულდა არა მხოლოდ ქვეყნის მასშტაბით, არამედ ამა თუ იმ გეოგრაფიულ არეალში, შესაძლებელია, მოხსნილი შეზღუდვები ხელახლა დავაწესოთ. რასაკვირველია, ეს არავის უნდა, თუმცა ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწორად და ზუსტად შესრულდება გაცემული რეკომენდაციები, რადგან მათი შეუსრულებლობა უარყოფითად აისახება ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე“, - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა