logo2
logo2
logo2
არქივი
« მაისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერება სკოლებში - დამხმარე სასწავლო მასალა სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის
ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერება სკოლებში - დამხმარე სასწავლო მასალა სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის
17:57 01.05.2020
ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერების საკითხების ეროვნულ სასწავლო გეგმაში ინტეგრაციის შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის (SBFIC) მხარდაჭერითა და სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ჩართულობით, სამოქალაქო განათლების მე-7 კლასის პედაგოგებისათვის, დამხმარე სასწავლო მასალა შეიმუშავა.

საბაზო საფეხურისთვის განკუთვნილი ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერების საკითხები, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით საგანში "მოქალაქეობა" გაერთიანდა. ამავე  გეგმის მიხედვით, სწავლება 2019-2020  წელს პირველად მე-7 კლასში დაიწყო და მომდევნო წლებში ეტაპობრივად, საბაზო საფეხურის მაღალ კლასებშიც გაგრძელდება. აღნიშნული დამხმარე მასალა სწორედ "მოქალაქეობის" წლიურ პროგრამაზე დაყრდნობით შემუშავდა და პედაგოგთა მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

მასალა მე-7 კლასის წლიურ პროგრამაში არსებულ თითქმის ყველა ეკონომიკურ და/თუ ფინანსურ საკითხს მოიცავს, მათ შორისაა: ფული და ბარტერი; ბაზარი (მოთხოვნა-მიწოდება) და ფასი; კერძო და საჯარო საკუთრება; შემოსავალი, ხარჯვა და ბიუჯეტირება (პირადი ფინანსების მართვა); დაზოგვა და ქველმოქმედება. აღსანიშნავია, რომ მასალა არა მხოლოდ თეორიული ცოდნის გაღრმავებაზე/გამდიდრებაზეა ორიენტირებული, არამედ ასევე გაკვეთილის დასაგეგმად და ჩასატარებლად ბევრ პრაქტიკულ რჩევასა და აქტივობას მოიცავს.

"სკოლის ასაკიდანვე ფინანსური და ეკონომიკური საკითხების შესახებ მოსწავლეების ცოდნის ამაღლება ხელს უწყობს სამომავლოდ მათ მიერ პირადი ფინანსების მართვის ჩვევის გამომუშავებასა და ახალგაზრდების ეკონომიკურად გათვითცნობიერებულ და პასუხისმგებლობით აღსავსე მოქალაქეებად ჩამოყალიბებას. ამასთან, მნიშვნელოვანია აღნიშნული საკითხების სწავლების პროცესში პედაგოგების მხარდაჭერა. დამხმარე მასალების მომზადების თავდაპირველი მიზანი საკლასო სივრცეში გაკვეთილების წარმართვის პროცესში პედაგოგების დახმარება იყო. თუმცა, ახალ რეალობაში, როცა მასწავლებლები ახალ გამოწვევას ღირსეულად შეხვდნენ და თავიანთი პროფესიული საქმიანობა უკვე ონლაინ სივრცეში განაგრძეს, ვფიქრობთ, ჩვენს მიერ შეთავაზებულ მასალებს ონლაინ გაკვეთილებისთვისაც ასეთივე წარმატებით გამოიყენებენ", - განაცხადა მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა გზირიშვილმა.

სასწავლო მასალა და დამატებითი საკლასო აქტივობები ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე:  https://www.nbg.gov.ge/index.php?m=752
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა