logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
logo2
logo2
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იულიხის კვლევით ცენტრთან (FZJ) თანამშრომლობის არეალს აფართოებს
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იულიხის კვლევით ცენტრთან (FZJ) თანამშრომლობის არეალს აფართოებს
16:33 01.05.2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და იულიხის კვლევით ცენტრს (FZJ) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც, საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმის "ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდი" (GGSB) ფარგლებში, საქართველოსა და გერმანიას შორის გრძელვადიანი თანამშრომლობის განვითარებას ითვალისწინებს. მემორანდუმს ხელი მინისტრმა მიხეილ ჩხენკელემა, იულიხის კვლევითი ცენტრის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ვოლფგანგ მარქუარდტმა და დირექტორმა ჰანს შტროერმა მოაწერეს.
აღნიშნული მემორანდუმის საფუძველზე საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმს "ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდი"(GGSB), რომელსაც იულიხის კვლევით ცენტრთან (FZJ) რამდენიმეწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) შეუერთდა.
მემორანდუმის ფარგლებში გათვალისწინებულია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა (KIU) და იულიხის კვლევითი ცენტრის ინსტიტუტებს შორის სასწავლო-სამეცნიერო კავშირების დამყარება. თანამშრომლობა დაგეგმილია სუპერკომპიუტინგის, მონაცემთა ანალიზისა და მანქანური სწავლების მიმართულებით. KIU ადრონული თერაპიის ცენტრი თანამშრომლობაში ჩაერთვება ბიოსამედიცინო, გამოყენებითი და სამედიცინო-ტექნიკური კვლევების მიმართულებით.

ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში გაგრძელდება თანამშრომლობა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორ ლაბორატორიასთან: SMART|AtmoSim_lab და SMART|EDM_lab, რომელთა სამეცნიერო კვლევის არეალი გაფართოვდება. დაგეგმილია ახალი ლაბორატორიის SMART|BioMedImage_lab დაარსება, რომელიც იმუშავებს სამედიცინო ტექნოლოგიების მიმართულებით.


იულიხის კვლევით ცენტრთან თანამშომლობის განახლებული მემორანდუმი, გარდა გერმანულ-ქართული საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა, ითვალისწინებს ყველა საფეხურის სტუდენტებისთვის საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების განხორციელებას, სემინარების, საზაფხულო სკოლებისა და საგანმანათლებლო კვირეულების ჩატარებას, აგრეთვე, მოსწავლეთათვის ვორქშოპების ორგანიზებას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა