logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
logo2
logo2
თსუ ლიტერატურულ კონკურსს „ლიტჰაიკერი“  იწყებს
თსუ ლიტერატურულ კონკურსს „ლიტჰაიკერი“ იწყებს
15:43 01.05.2020
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი წიგნისმოყვარულ სტუდენტებს ლიტერატურულ სამყაროში მოგზაურობის კიდევ ერთ შესაძლებლობას აძლევს და იწყებს ლიტერატურულ კონკურსს "ლიტჰაიკერი".
პროექტის მიზანია ახალგაზრდების წიგნიერების ხელშეწყობა და კონკურსის ფორმით სტუდენტებისთვის მეტი მხატვრული ლიტერატურის შეთავაზება.
სტუდენტური პროექტის იდეა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ეკუთვნით. "ლიტჰაიკერს" წელს უნივერსიტეტი და "სულაკაურის გამომცემლობა" ერთობლივად ახორციელებენ.
ასევე წელს პირველად პროექტში 5 რეგიონული უნივერსიტეტი ჩაერთვება. ლიტერატურულ კონკურსში მონაწილეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გარდა, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერისტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები მიიღებენ.
კონკურსში ჩართვა სამივე საგანმანათლებლო საფეხურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს შეუძლიათ. კონკურსანტები პროექტისთვის შერჩეულ 10 წიგნს წაიკითხავენ და სპეციალურად კონკურსისთვის მომზადებულ ტესტებს დაწერენ. კონკურსის შედეგად გამოვლინდება 3 გამარჯვებული. გამარჯვებულები გამომცემლობის მიერ დაწესებულ პრიზებს მიიღებენ. პირველ ადგილზე გასული სტუდენტი მიიღებს ფულად ჯილდოს 500 ლარის ოდენობით და 500-ლარიან ვაუჩერს, მეორე ადგილზე გასული - 300-ლარიან, ხოლო მესამეადგილოსანი 150-ლარიან ვაუჩერს მიიღებენ. ასევე, დასაჩუქრდებიან თითოეული ტურის გამარჯვებულებიც, რომელთაც თსუ და "სულაკაურის გამომცემლობა" საჩუქრად წიგნებს გადასცემენ.
შემეცნებითი კონკურსი ყოველწლიური პროექტია და უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის უკვე მეხუთედ ჩატარდება. 2014 წლიდან პროექტის პარტნიორი გამომცემლობა "პალიტრა L" იყო, ხოლო 2016 წლიდან - გამომცემლობა "წიგნები ბათუმში".
პროექტის წლევანდელი პარტნიორი "სულაკაურის გამომცემლობაა", რომელიც კონკურსის მონაწილეებს წიგნების შეძენისას სპეციალურ ფასდაკლების აქციას სთავაზობს.
პირველი ტური 16 მაისს იგეგმება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა