logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
logo2
logo2
ეროვნული ბანკი კვლევითი ნაშრომების გამოქვეყნებას განაგრძობს
ეროვნული ბანკი კვლევითი ნაშრომების გამოქვეყნებას განაგრძობს
14:51 01.05.2020
საქართველოს ეროვნული ბანკი, საზოგადოებასთან ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, კვლევით ნაშრომების გამოქვეყნებას განაგრძობს. კვლევითი ნაშრომების მიზანია წვლილი შეიტანოს ცენტრალური ბანკებისა და ეკონომისტებისათვის მნიშვნელოვანი თემების შესწავლაში. ნაშრომების სერია ვრცელდება კვლევებში განხილულ თემებზე დისკუსიის ხელშესაწყობად და უკუკავშირის მისაღებად. კვლევითი ნაშრომების სერიას კოორდინირებას უწევს საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკური კვლევების განყოფილება და ფოკუსირებული იქნება ცენტრალური ბანკებისათვის ისეთ რელევანტურ თემებზე, როგორებიცაა - მაკროეკონომიკური მოდელირება, მონეტარული და სავალუტო პოლიტიკა, ფინანსური სტაბილურობა და სხვა.

მომდევნო კვლევითი ნაშრომი "სტერილიზებული ინტერვენციები შესაძლოა, არც ისე "სტერილიზებული" იყოს" სებ-ის მაკროეკონომიკური კვლევების განყოფილების თანამშრომლების მიერ მომზადდა. ეკონომისტების უმრავლესობა თანხმდება, რომ სტერილიზებულ სავალუტო ინტერვენციებს ადგილობრივი ვალუტის საპროცენტო განაკვეთებზე გავლენას არ აქვს და ამის მიზეზია ინტერვენციის სტერილიზაცია. თუმცა ამ კვლევაში განხილულია, რომ იმ ფინანსურ სისტემებში, სადაც ცენტრალური ბანკის ოპერაციებისათვის საჭირო გირაოს ბაზა საკმარისად დიდი არაა, შესაძლოა, სტერილიზებულ სავალუტო ინტერვენციებს გავლენა მაინც ჰქონდეს ადგილობრივი ვალუტის სესხების საპროცენტო განაკვეთებზე. კვლევაში წარმოდგენილია ამ მექანიზმის მნიშვნელობა საბალანსო უწყისის მარტივი ანალიზის, თეორიული მოდელისა და ემპირიული შეფასების საფუძველზე. ადგილობრივი ვალუტის საპროცენტო განაკვეთებსა და, შედეგად, დაკრედიტებაზე ინტერვენციების ამ გავლენის რაოდენობრივი სიდიდე შეფასებულია საქართველოსთვის და ნაჩვენებია, რომ ის დამოკიდებულია გირაოს ბაზის მოცულობაზე: რაც უფრო მეტია გირაოს მოცულობა ცენტრალური ბანკის რეფინანსირების ოპერაციებთან შედარებით, მით ნაკლებია ლიკვიდობის რისკი და, შედეგად, სტერილიზებული ინტერვენციების გავლენა ადგილობრივი ვალუტის სესხების საპროცენტო განაკვეთებზე.

კვლევითი ნაშრომების ქართული ვერსია ხელმისაწვდომია ეროვნული ბანკის ბლოგზე, ხოლო ინგლისური ვერსიის ნახვა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა