logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გურიის რეგიონში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
გურიის რეგიონში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
17:50 30.04.2020
საგანგებო მდგომარეობით გამოწვეული აკრძალვების მიუხედავად, გურიის რეგიონში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს, რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა შალამბერიძემ, სააგენტოს წარმომადგენლებმა, გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ, რწმუნებულის პირველმა მოადგილემ აკაკი შენგელიამ, ერთწლოვანი და მრავალწლიანი კულტურების ბაღები მოინახულეს. ასევე, გაესაუბრნენ ადგილზე ფერმერებს და ის პროექტები გააცნეს, რასაც სახელმწიფო მათ სთავაზობს.

ცვლილებების თანახმად, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიმდინარე ხარჯების დაფინანსების უზრუნველყოფისათვის, სესხები გაიცემა 5 000 ლარიდან 100 000 ლარის ჩათვლით, ხოლო სახელმწიფო მოახდენს 6 თვის საპროცენტო განაკვეთის სრულად დაფინანსებას. აღნიშნული ცვლილებით ფერმერები შეძლებენ სესხი გადაიხადონ პროდუქციის რეალიზაციის შემდეგ. მუნიციპალიტეტების ხელშეწყობით ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მოსახლეობამ საკარმიდამო, თუ სასოფლო სამეურნეო სავარგულები, აგროვადების და ჯანდაცვის რეკომენდაციების სრული დაცვით დაამუშაონ. გურიაში, პირველად, ბიო-პროდუქტების მოყვანა შპს „ჯორჯიან ტექნოლოჟიმ“ მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო. პროექტის ღირებულება 100 000 ლარია და სეზონურად 50 ადგილობრივი მაცხოვრებელი ჰყავს დასაქმებული. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯაპანაში საბოსტნე მეურნეობა 2,5 ჰა -ზეა გაშენებული; დაირგო 60 000 ძირი ბროკოლი, 10 000 ძირი ყვავილოვანი კომბოსტო, 10 000 ძირი სალათის ფურცელი.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში, ფერმერმა დავით დავითაძემ, მარწყვის წარმოება ღია გრუნტში დაიწყო. ბენეფიციარმა მეურნეობა მოაწყო საკუთარი სახსრებით და წლევანედლი მოსავალის საპროგნოზო რაოდენობა 40 ტონაზე მეტია. ამ ეტაპზე უკვე მოსავლის აღება მიმდინარეობს ველზე. პროდუქცია სარეალიზაციოდ გავა ადგილობრივ ბაზარზე, მათ შორის გაიგზავნება აჭარაში. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში, ფერმერ ვაჟა ბოლქვაძეს, ხელშეკრულება გაფორმებული აქვს შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანიასთან“, რომლის საფუძველზეც სასოფლო სამეურნეო ტექნიკით 5,5 ჰა მიწის ნაკვეთის დამუშავების საფასურის 50% სახელმწიფო დაუფარავს, ნაწილს კი თავად ფერმერი მას შემდეგ გადაიხდის, როდესაც ამ ნაკვეთზე მოყვანილი სიმინდის რეალიზაციას მოახდენს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში, შპს „ბლუბერი ჰილს“ მიერ გაშენდა ლურჯი მოცვის პლანტაცია. ბენეფიციარი დაფინანსებულია „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების“ პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, 170 000 ლარის ოდენობით. ასევე, სარგებლობს აგროკრედიტით 600 000 ლარით. სამუშაოებში სეზონურად დასაქმებული ეყოლება 50 იდან 200 ადგილობრივი მაცხოვრებელი.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა