აგრარული ბაზრები ეტაპობრივად იხსნება
აგრარული ბაზრები ეტაპობრივად იხსნება
15:18 30.04.2020
აგრარული ბაზრების გახსნის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად მიმდინარეობს. სურსათის ეროვნული სააგენტო თვითმმართველობებთან ერთად ახორციელებს მონიტორინგს, რამდენად არის დაცული უსაფრთხოების წესები და რეკომენდაციები. ამ დროისთვის (30 აპრილის მონაცემებით) 24 აგრარული ბაზარი ფუნქციონირებს: სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში - 3 აგრარული ბაზარი (1-ზუგდიდში, 2- ფოთში), სამცხე-ჯავახეთის რეგიონში -1 აგრარული ბაზარი ახალქალაქში, აჭარაში- 3 აგრარული ბაზარი ბათუმში (მათ შორის ერთი - თევზის ბაზარი), ქვემო ქართლის რეგიონში - 1 აგრარული ბაზარი მარნეულში, თბილისში -3 აგრარული ბაზარი, იმერეთის რეგიონში - 7 აგრარული ბაზარი (ქუთაისში -2, ზესტაფონში, ხონში, სამტრედიაში საჩხერეში, ჭიათურაში), კახეთის რეგიონში- 4 აგრარული ბაზარი (თელავში, წნორში, ლაგოდეხში -2), შიდა ქართლის რეგიონში - 1 აგრარული ბაზარი გორში, გურიის რეგიონში -1 აგრარული ბაზარი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში.

გარდა ზემოაღნიშნული ობიექტებისა, ფუნქციონირების განახლებისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ სხვა აგრარული ბაზრებიც, რაზედაც მიმდინარეობს მონიტორინგი. სურსათის ეროვნული სააგენტო მუდმივ რეჟიმში თანამშრომლობს ბაზრების ადმინისტრაციასთან და გასცემს რეკომენდაციებს.

ბეჭდვა