logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 #თიბისიშენთვის ფარგლებში ახალი თაობის მხარდაჭერა გრძელდება - თიბისის სტიპენდიატების პროგრამას წელს 68 მოზარდი შეუერთდა
#თიბისიშენთვის ფარგლებში ახალი თაობის მხარდაჭერა გრძელდება - თიბისის სტიპენდიატების პროგრამას წელს 68 მოზარდი შეუერთდა
12:59 27.04.2020

#თიბისიშენთვის ფარგლებში ახალი თაობის მხარდაჭერა გრძელდება. თიბისის სტიპენდიატების პროგრამას წელს 68 მოზარდი შეუერთდა. მეორე წელია, ყოველთვიურ სტიპენდიას ჯამში 18 წლამდე ასაკის 200 ახალგაზრდა

იღებს.



თიბისის სტიპენდიატები კომპანიის 2019 წელს დაწყებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სოციალური პასუხისმგებლობის პროექტია. სხვადასხვა ორგანიზაციასთან და სკოლასთან თანამშრომლობით, თიბისიმ ნიჭიერი ბავშვები აღმოაჩინა, რომლებსაც განვითარებისთვის ფინანსური ხელშეწყობა სჭირდებათ. პროექტმა ყველა სფერო და მთელი საქართველო მოიცვა: ჭუბერი, გორი, წნორი, წეროვანი, ხონი, თბილისი, თელავი, ლექოკი, ბარისახო, უწერა, არახვეთი, ქუთაისი, კარალეთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ბათუმი, ხონი, ამბროლაური, სენაკი, პატარძეული - საქართველოს მთასა და ბარში თიბისიმ პატარა გამომგონებლები, მათემატიკოსები, მოცეკვავეები, მხატვრები, მუსიკოსები, სპორტსმენები იპოვა.



თიბისის ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენაში ისეთი ორგანიზაციები ეხმარებიან, როგორებიცაა: Junior Achievement Georgia, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი, შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია, ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი, PH International, ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა, ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი და სხვა.



მთელი წლის განმავლობაში სტიპენდიატები, თიბისის ინიციატივით, სხვადასხვა შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობებში არიან ჩართული. ტარდება მათ ინტერესებზე მორგებული ლექციები, ექსკურსიები, შეხვედრები და ღონისძიებები. მუდმივად იქმნება ვიდეოები, რეპორტაჟები და ბლოგები პროგრამაში ჩართული ახალგაზრდების შესახებ, რომელთა საშუალებითაც სტიპენდიატები საკუთარი ნიჭისა და მიღწევების შესახებ ფართო აუდიტორიას უყვებიან.



თიბისისთვის ახალი თაობის მხარდაჭერა და ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სტიპენდიატების პროგრამის პარალელურად, კომპანია ამ მიმართულებით არარეთ პროექტს ახორციელებს.



პროგრამა #თიბისიშენთვის




#თიბისიშენთვის ფარგლებში ახალი თაობის მხარდაჭერა გრძელდება. თიბისის სტიპენდიატების პროგრამას წელს 68 მოზარდი შეუერთდა. მეორე წელია, ყოველთვიურ სტიპენდიას ჯამში 18 წლამდე ასაკის 200 ახალგაზრდა იღებს.



თიბისის სტიპენდიატები კომპანიის 2019 წელს დაწყებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სოციალური პასუხისმგებლობის პროექტია. სხვადასხვა ორგანიზაციასთან და სკოლასთან თანამშრომლობით, თიბისიმ ნიჭიერი ბავშვები აღმოაჩინა, რომლებსაც განვითარებისთვის ფინანსური ხელშეწყობა სჭირდებათ. პროექტმა ყველა სფერო და მთელი საქართველო მოიცვა: ჭუბერი, გორი, წნორი, წეროვანი, ხონი, თბილისი, თელავი, ლექოკი, ბარისახო, უწერა, არახვეთი, ქუთაისი, კარალეთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ბათუმი, ხონი, ამბროლაური, სენაკი, პატარძეული - საქართველოს მთასა და ბარში თიბისიმ პატარა გამომგონებლები, მათემატიკოსები, მოცეკვავეები, მხატვრები, მუსიკოსები, სპორტსმენები იპოვა.



თიბისის ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენაში ისეთი ორგანიზაციები ეხმარებიან, როგორებიცაა: Junior Achievement Georgia ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი, შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია, ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი, PH International, ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა, ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი და სხვა.



მთელი წლის განმავლობაში სტიპენდიატები, თიბისის ინიციატივით, სხვადასხვა შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობებში არიან ჩართული. ტარდება მათ ინტერესებზე მორგებული ლექციები, ექსკურსიები, შეხვედრები და ღონისძიებები. მუდმივად იქმნება ვიდეოები, რეპორტაჟები და ბლოგები პროგრამაში ჩართული ახალგაზრდების შესახებ, რომელთა საშუალებითაც სტიპენდიატები საკუთარი ნიჭისა და მიღწევების შესახებ ფართო აუდიტორიას უყვებიან.



თიბისისთვის ახალი თაობის მხარდაჭერა და ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სტიპენდიატების პროგრამის პარალელურად, კომპანია ამ მიმართულებით არარეთ პროექტს ახორციელებს.



პროგრამა #თიბისიშენთვის



საქართველოს მოსახლეობის მხარადსაჭერად და COVID-19-ის მიერ მიყენებული ზიანის შესამცირებლად შექმნილი პროგრამის - #თიბისიშენთვის ფარგლებში, სოციალურად დაუცველ 161 სტუდენტს და რეგიონებში მცხოვრებ 100 უფროსკლასელს, ლეპტოპები დაურიგდა.

თიბისი სტატუსის პროექტი - Status Donates

 



Statusdonates.ge საქველმოქმედო ონლაინ პლატფორმაა, რომელიც თიბისი სტატუსისა და მისი მომხმარებლების სახელით, ახალ თაობას განვითარებასა და წარმატებაში უწყობს ხელს. პროექტის ფარგლებში ამ დროისთვის 30 ბენეფიციარი დაფინანსდა.

პარტნიორობა განათლებისთვის

თიბისი წიგნის საერთაშორიოს ფესტივალის მხარდამჭერია, რომლის ფარგლებშიც, კომპანია პატარა მკითხველებს გასართობ-შემეცნებით პროგრამებს სთავაზობს.

ასევე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ ორგანიზებული ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულმა გუნდმა, თიბისის მხარდაჭერით, აშშ-ში, NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში მიიიღო მონაწილეობა.

საგანმანათლებლო ექსკურსიები

თიბისის ორგანიზებული და მხარდაჭერილი გამოფენების ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებს გიდის თანხლებით, საგანმანათლებლო ტურები და ვორქშოპები უტარდებათ.

საგანმანათლებლო შეხვედრები

თიბისი ახალი თაობის წარმომადგენლებს მათ საჭიროებებზე მორგებულ ღონისძიებებსა და შეხვედრებს სთავაზობს. მაგალითად, ამ ინიციატივის ფარგლებში, თიბისის სტიპენდიატებს ეროვნული ბანკის წარმომადგენელი ფინანსური განათლების შესახებ, მასწავლებლების გლობალური ჯილდოს ფინალისტი - ლადო აფხაზავა კი, სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ ესაუბრა.

"საბა"

ელექტრონული წიგნების სახლი "საბა", მოზარდებს ქართულ და უცხოურ ლიტერატურასთან წვდომის საშუალებასა და მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.

 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა